ზაფხულის ცხელ დღეებში ცივ ლუდზე გემრიელი ალბათ ცოტა რამ არის, მაგრამ ჩვენ მისი ხშირად დალევის შესაძლებლობა არ გვეძლევა, რადგან: ხან სამსახურში ვართ, ხან საჭესთან, ხან ვარჯიშით ვართ დაკავებულნი და ალკოჰოლის მიღება გვეკრძალება…არადა, წარმოიდგინეთ, რა მარტივი იქნება ყველაფერი, რომ გქონდეთ ლუდი ალკოჰოლის გარეშე, რომელსაც დალევთ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, ისიამოვნებთ და არსად არანაირი პრობლემაც არ შეგექმნებათ. წარმოიდგინეთ? მაშინ კარგ ამბავს გეტყვით – ჰაინეკენის უალკოჰოლო ლუდი უკვე საქართველოშია და მისი დაგემოვნება შეგიძლიათ!
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – უალკოჰოლო ლუდს იგივე გემო აქვს, როგორც სტანდარტულს? დიახ, ეს ასეა. ჰაინეკენი თავისი უალკოჰოლო ლუდის დასამზადებლად იმავე (უმაღლესი ხარისხის, 100% ით ნატურალურ) ინგრედიენტებს იყენებს, როგორც ჩვეულებრივი ლუდის დამზადებისას, შემდეგ კი სპეციალური ვაკუუმ დისტილაციით ათავისუფლებს სასმელს ალკოჰოლისგან. შედეგად კი ვიღებთ ზუსტად ისეთივე ლუდის გემოს, როგორიც ამ სასმლის მოყვარულებს მოგვწონს, ოღონდ რამდენიც არ უნდა დავლიოთ, თრობას ვერ ვიგრძნობთ, ის იქნება როგორც ჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმელი, თან 100% -ით ნატურალური.
ამ სიკეთეებს ისიც ემატება, რომ ჰაინეკენის უალკოჰოლო ლუდს გაცილებით ნაკლები კალორია აქვს, ვიდრე სხვა ტიპის სასმელებს, მაგალითად, ხილის წვენებს, გაზიან სასმელს და სხვა. მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, 100 მლ პროდუქტში კალორიულობა ასე ნაწილდება: Heineken 0.0 – 21 / წვენი – 48 / csd (გაზიანი სასმელები) – 42.
“აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე უალკოჰოლო ლუდის კატეგორიით არ ვართ განებივრებული, მაშინ, როცა ევროპაში ძალიან მაღალი ტრენდია, უალკოჰოლო ლუდის კატეგორია დაახლოებთ 10-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სტანდარტული ლუდის. სწორედ ამიტომ ჰაინეკენის მიზანია, უალკოჰოლო ლუდის ტრენდი დანერგოს საქართველოში, მისი ბაზარზე შემოსვლით ჩვენ გვინდა საქართველოშიც გავზარდოთ ლუდის კულტურა, დავამსხვრიოთ სტერეოტიპები და სკეპტიკური წარმოდგენები უალკოჰოლო ლუდთან დაკავშირებით და დავამკვიდროთ როგორც თანამედროვე და პროგრესული სასმელი“, – აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლები.
[R]