19
Sep
2016

ყველაზე უჩვეულო გასაუბრება! 12 კითხვა და 5 წამი – Heineken–ის ახალი HR კამპანია

19 Sep 2016

Elit Electronics


გასაუბრება ჯერ ასეთი ინტერაქტიული, დაძაბული, სწრაფი, დამაინტრიგებელი და სახალისო არასდროს ყოფილა. წარმატებული და ცნობილი ბრენდის უკან ყოველთვის უამრავი პროფესიონალი დგას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობას. Heineken–მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა, ოღონდ ამჯერად არა მომხმარებლებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისაც უშუალოდ აქვს სურვილი ბრენდის საქმიანობაში ჩაერთოს და გახდეს გუნდის წევრი.

 

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ამ ცნობილი ბრენდის თანამშრომელი გახდეთ?! რა თქმა უნდა, პირველ რიგში მონდომება, შემდეგ სერიოზული CV და ბოლოს პასუხი 5 წამში 12 კითხვაზე. დიახ, ეს Heineken–ის ახალი HR კამპანიაა, რომელიც პროფესიონალ და ნიჭიერ კანდიდატებს გამოავლენს.

მუშაობის დაწყების მსურველები ჯერ ბრენდის სპეციალურ Web გვერდ “Go Place”-ს უნდა ეწვიონ და ონლაინ რეჟიმში გაიარონ გასაუბრება, რომლის მსგავსიც ალბათ ჯერ არც კი უნახავთ. საიტზე თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და აშკარაა, რომ ხანგრძლივი შრომა ამად ღირდა. წარმოუდგენლად საინტერესო და განსხვავებული გვერდი ნებისმიერს მიიზიდავს. კარს უკან , რომელიც მსურველმა თავიდანვე უნდა გააღოს “Heineken–ის საოცრებათა ქვეყანაა”. ადამიანს, რომელიც ამ უჩვეულოდ ექსტრემალურ გასაუბრებას ატარებს, ფრედი ჰქვია. ფრედი თან ყვება კომპანიის შიდა სამზარეულოს ამბებს, თან გაცნობთ გუნდს და სვამს ძალიან უცნაურ კითხვებს, რომლებზე პასუხის გასაცემადაც სულ 5 წამია მოცემული. კითხვები რეალურად ფიქრზე არ არის გათვლილი ის უფრო სპონტანურ პასუხებს მოითხოვს, რასაც საბოლოო ჯამში კანდიდატის დახასიათება მოჰყვება.

მას შემდეგ, რაც თორმეტკითხვიანი უსწრაფესი გასაუბრება დასრულდება, ფრედი შედეგებს გაგაცნობთ და თქვენს დახასიათებასაც მოგცემთ. თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, წინ მეორე ეტაპია გასავლელი, რომელიც უკვე უშუალოდ CV–ის გაგზავნას გულისხმობს.

განხილვა