ის, რასაც ფოტოზე ხედავთ, ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა და 2023 წლის Clio Gold Award-ის გამარჯვებულიც გახდა.
Heinz-ის კეტჩუპი რომ უკვე სიმბოლოა, ეს ფაქტია, მაგრამ ისიც კი დადგა ახალგაზრდა აუდიტორიაში რელევანტურობის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ამიტომ, 153 წლის ბრენდი ახლა ახალგაზრდებისთვისაც მომხიბვლელი უნდა გაეხადათ. გამოსავალი კი მარტივად, AI სურათების გენერატორ DALL-E 2-ში იპოვეს და ჰკითხეს: როგორია კეტჩუპი? როგორც აღმოჩნდა, კეტჩუპი ხელოვნური ინტელექტისთვისაც კი Heinz-ს უკავშირდებოდა. თუმცა ეს კითხვის კონკრეტულ ფორმულირებას არ უნდა მიაწეროთ, რადგან „რენესანსის ხანის კეტჩუპის ბოთლზეც“ გენერატორს ანალოგიური პასუხი ჰქონდა.
მეტიც, ადამიანებს კონკრეტულ ექსპერიმენტში ჩართვა სთხოვეს და მიღებული შედეგები ერთ კამპანიაში გააერთიანეს. ამას Heinz-ის ბოთლების სპეციალური გამოშვებაც მოჰყვა, სადაც არსებული ეტიკეტი AI-ს მიერ შექმნილი ფოტოებით ჩაანაცვლეს. მეტავერსში კი გამოფენაც მოეწყო… ასე მივიდნენ პირველ კამპანიამდე, რომელიც მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო შექმნილი.
თავდაპირველად, კამპანია კანადასა და შეერთებულ შტატებში დაიწყო, თუმცა მალევე გახდა გლობალური. როგორც ამბობენ, მედიაში ჩადებულ ინვესტიციაზე 2500%-ით მეტი შედეგიც კი დადეს და საბოლოოდ ერთი რამ დაადასტურეს — Heinz არის კეტჩუპი და ამაზე ახლა უკვე ტექნოლოგიებიც მოწმობს!
კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო Rethink-მა იმუშავა.