Heinz-ისა და Absolut Vodka-ს კოლაბორაციის ფარგლებში, ლიმიტირებული გამოშვების პასტას სოუსი შეიქმნა, რასაც სახალისო პოსტერების სერიაც მოჰყვა.
ინიციატივა მას შემდეგ გაჩნდა, რაც 2020-ში ჯიჯი ჰადიდი არყიანი მაკარონის რეცეპტზე საუბრობდა… „ნებისმიერ პარტნიორობას პირველ რიგში მომხმრებლისგან ვიწყებთ — რას ნიშნავს ეს მათთვის და რატომ უნდა დაინტერესდნენ? ჩვენ კი ვიცოდით, რომ არყიანი პასტას რეცეპტზე აჟიოტაჟი იყო ატეხილი, რაც ნაწილობრივ, სოციალური მედიის ვირუსულობამ გამოიწვია. ასე მივედით საუკეთესო არყისა და პომიდვრის შერწყმის იდეამდე“, — ამბობს ტედ გრინოჰი, Absolut Company-ის დირექტორი.
ამავდროულად, როგორც Heinz აღნიშნავს, კომპანია მუდმივი განვითარებისკენ და სიახლეებისკენაა მოწოდებული, რათა მომხმარებლები მრავალფეროვანი არომატებით გაანებივრონ.