გასული წლის კამპანიის „დახატე კეტჩუპის“ წარმატების შემდეგ, ბრენდმა ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების გენერატორი გამოიყენა, რათა წითელი ბოთლი დახატოს.
კამპანია კეტჩუპისა და Heinz-ის ერთობის დასამტკიცებლად შექმნილი სოციალური ექსპერიმენტი იყო. ბრენდმა ადამიანებს 18 ქვეყნიდან ანონიმურად სთხოვა კეტჩუპის ბოთლის დახატვა, შედეგად კი, Heinz-ის ათასობით ნახატი მიიღო. ამასთან, ამტკიცებდნენ, რომ ბრენდის შესახებ სოციალური საუბრები არც მეტი, არც ნაკლები 1500%-ით გაიზარდა, გაყიდვები კი 10%-ით გაუმჯობესდა.
ახლა კი იგი Heinz Rethink-ის კანადის კრეატიულ სააგენტოსთან კვლავ გაერთიანდა, რათა განახორციელოს პროექტი, რომელიც შთაგონებულია იდეით, რომ ხელოვნურ ინტელექტს სურათების დახატვა ტექსტებიდანაც შეუძლია. ამას ვიდეოშიც ნახავთ „ძროხა ავტობუსისა“ თუ „კარტოფილის სასახლის“ სახით, ხელოვნურ ინტელექტს კეტჩუპის დახატვასაც კი თხოვენ. დიახ, ამ შემთხვევაშიც Heinz-ის ბოთლებს იხილავთ, ოღონდ სხვადასხვა მხატვრულ სტილში.
რაც უნდა მიუთითოთ მას, იქნება ეს „კეტჩუპის რენესანსი“, „კეტჩუპის იმპრესიონიზმი“, „კეტჩუპის ქუჩის სტილი“, „ტომატის კეტჩუპი“, „არაამქვეყნიური კეტჩუპი“ თუ ნებისმიერი სხვა რამ, პასუხი ერთია და ხელოვნურმა ინტელექტმაც კი იცის, რომ „კეტჩუპი არის Heinz“.
რაც შეეხება უშუალოდ ექსპერიმენტს, იგი სწორედ DALL·E 2-ს გამოყენებით განხორციელდა. დიახ, ეს ხელოვნური ინტელექტის გამოსახულების გენერატორია, რომელიც სურათებს მრავალი მითითებით ქმნის და ამაში მოცემული ვიდეოც დაგარწმუნებთ.