in

Heinz ტორტს აცხობს, რათა ბურგერისა და კეტჩუპის „ქორწინება“ აღნიშნოს

Heinz ახალდაქორწინებულებს საშუალებას აძლევს, ბურგერის ტორტით ქორწილში დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ. იგი ერთდროულად ტკბილ და ცხარე ინგრედიენტებს შეიცავს. შესაძლოა, ფიქრობდეთ, რომ ეს ინსპირაცია ბურგერების მოყვარული წყვილებისგან გაუჩნდათ, მაგრამ აქ მიზეზი კიდევ უფრო სიღრმისეულია — ამ ტრიუკით პომიდვრის კეტჩუპი და ბურგერი ქორწინდებიან”, რათა Heinz ბურგერის საერთაშორისო დღეზე ჭამის მოყვარულებს დაუკავშირდეს. 

წელს საბოლოოდ ათასობით წყვილი დაქორწინდება და შეაგროვებს მოგონებებს მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან. ისინი დაკარგული დროის ანაზღაურებას ცდილობენ. წყვილები ყველაფერს აკეთებენ, როცა საქმე დაგეგმვას ეხება, მათ საკუთარი სიყვარულის ისტორიის მოსაყოლად უფრო პერსონალური საკითხების გადმოცემაც კი სურთ. ქეითერინგი კი მშვენიერი გზაა იმისათვის, რომ სტუმრებს თქვენ შესახებ რაღაც გაუზიაროთ. რადგან ბურგერები და Heinz-ის კეტჩუპი ყველას ძალიან უყვარს, სწორი იქნება თუ სტუმრებს #GiveItSomeHeinz-ის არჩევანს შესთავაზებთ და ასეთ დიდებულ დღეს ამ კომბინაციით ტკბობის საშუალებასაც მისცემთ, — ამბობს ჯენინა კაროლ-გოლდინი, Heinz-ის მარკეტინგის მენეჯერი.

Heinz Big Day Burger ბედნიერი ქორწინების საიდუმლო სოუსით თქვენს კალენდარში ქორწილებს დააბრუნებს, თანაც 3-სართულიანი სენდვიჩით. თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ, დააკვირდეთ, რამდენად მოახერხებენ სტუმრები ნერწყვის ყლაპვისგან თავის შეკავებას.

როგორ უნდა შეაყვაროთ მომხმარებლებს თქვენი ბრენდი?

რატომ მოძრაობს ჩვენი თვალები ძილის დროს? — კვლევა