აბა, თუ გამოიცნობთ, რომელია ბარბის საყვარელი საწებელი? ამაზე Heinz UK-ისა და Mattel-ის პარტნიორობამ შეიძლება მიგანიშნოთ, რომლებიც ბარბის 65 წლის იუბილესა და ზაფხულის გრილის სეზონისთვის Heinz Classic Barbiecue Sauce-ს ქმნიან. თუმცა კეტჩუპი კი არ არის, ვეგანური მაიონეზია ბარბექიუს სოუსის ინგრედიენტებითა და ჭარხლის ექსტრაქტით, რათა ვარდისფერი შეფერილობა მიეღოთ.
თუ Heinz-ს დავეყრდნობით, ეს სოუსი ზუსტად ისე „გააფერადებს და გამოანათებს ბურგერებს“, როგორც ეს Barbie-მ მოდისა და სათამაშოების სამყაროში გააკეთა. გასულ აგვისტოს, როცა ბარბის ფილმი პიკში იყო, თუ Heinz-მა სოუსების მხოლოდ მაკეტები შესთავაზა მომხმარებლებს, ახლა ეს კონცეფცია Barbieland-იდან რეალურ სამყაროში გადმოდის.
ამჯერად სოუსი გაერთიანებულ სამეფოსა და ესპანეთშია ხელმისაწვდომი, 5 000 ბოთლი კი პირდაპირ Heinz-ის ვებგვერდიდან გაიყიდება…