in

Heinz-ს ნავს ყიდულობს მამაკაცისთვის, რომელიც ზღვაში კეტჩუპმა გადაარჩინა

გასულ თვეს კარიბის ზღვაში სასწაული მოხდა — თითქმის ერთი თვის განმავლობაში დაკარგული ელვის ფრანსუა ცოცხალი იპოვეს. 47 წლის მამაკაცი საკუთარ ნავზე მუშაობდა, როცა მოულოდნელად ამინდი შეიცვალა და ნაპირამდე გასვლას ვეღარ ახერხებდა. მთელი ამ დროის განმავლობაში კი ერთადერთი, რითაც იკვებებოდა, Heinz-ის კეტჩუპი და ნიორი იყო…

და მას შემდეგ, რაც Heinz-მა მამაკაცის კეტჩუპით გადარჩენის ამბავი გაიგო, ბრენდმა გადაწყვიტა, ელვისი იპოვოს და ახალი ნავი უყიდოს. ამისათვის სოციალურ მედიაში პოსტიც გამოაქვეყნეს, „მესიჯი ბოთლში“, წარწერით: „თქვენი დახმარება გვჭირდება, რათა არაჩვეულებრივი ისტორიის მქონე ადამიანი ვიპოვოთ. გვსურს, მისი უსაფრთხოდ დაბრუნება აღვნიშნოთ და ნავის ყიდვაში დავეხმაროთ. უბრალოდ, ფრანსუას პოვნას ვერ ვახერხებთ“.

ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე პოსტი, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. როგორც ამბობენ, ამჟამად ქვეყანაში კარნავალი მიმდინარეობს და, შესაძლოა, ყველა ფესტივალითაა დაკავებული და მათ ყურამდე ჯერ არ მისულა ინფორმაცია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ბრენდისგან სასიამოვნო ჟესტია და იმედია, საბოლოოდ მართლა იპოვიან ფრანსუას.

გაუკეთე საჩუქარი დედას

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ავტომობილი ამერიკის აუქციონებზე