in

Heinz-მა კარტოფილი ფრის ყუთების დიზაინი შეცვალა

ამასობაში, ჰაინცი სწრაფი კვების ქსელის ყველაზე შემაწუხებელ პრობლემას აგვარებს უახლესი ინოვაციით, რომელსაც Heinz Dipper უწოდა — კარტოფილი ფრის ყუთი ინტეგრირებული კეტჩუპის სათავსოთი. კამპანია ერთ მარტივ ინსაითს ეფუძნება, რომ ადამიანებს სიარულისას უყვართ ფრის ჭამა, თუმცა კეტჩუპის შეფუთვა არასდროს პასუხობდა ამ საჭიროებას. ამიტომაც გადაწყვიტეს მისი შეცვლა და ყოველდღიური იმედგაცრუების ჭკვიანურ გამოცდილებად გადაქცევა. 

BOG
BOG

კიდევ ერთი თამამი ნაბიჯის გადადგმა მოგვინდა, რომ შეგვეცვალა საკმაოდ მოძველებული ფრის ყუთები, რათა უფრო მორგებული ყოფილიყო ჰაინცის მოყვარულებზე ყველგან… გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანები უფრო და უფრო იკვებებიან სახლიდან შორს, მანქანაში თუ გზად, Heinz Dipper სახალისო და რელევანტური გზაა მათთვის ამ ინოვაციის შესათავაზებლად, ამგვარად, ჩვენი როლის გასაძლიერებლად მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, — აცხადებს ნინა პატელი, ჰაინცის გლობალური ვიცე-პრეზიდენტი.

კამპანიაზე Rethink-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა. 

ვისთვის არის Apple-ის ახალი Creator Studio?

„ანსამბლი საქართველოდან” კარნეგი ჰოლის სცენაზე | სუხიშვილები