in

Heinz-მა საკვების სარეკლამო ფოტოების საიდუმლოებები გაამჟღავნა!

ბრენდის სამიზნე საკვების სტილისტები იყვნენ, რომლებიც კარგი სარეკლამო ფოტოების მისაღებად ყველანაირ ხრიკს მიმართავენ, თუნდაც საჭმელად ვარგისი არ იყოს, მთავარია, კერძები ფოტოში მიმზიდველად გამოიყურებოდეს. Heinz-მა კი გადაწყვიტა მათი საიდუმლოებები გაემჟღავნებინა… თურმე მარწყვს მეტი სიწითლისთვის ფრჩხილის ლაქს უსვამენ, ხოლო პიცაში ყველი კარგად რომ გაიწელოს, თეთრ წებოს იყენებენ. ამ პროფესიონალებმა უბრალოდ იციან, როგორ დაამატონ ფერი და შესძინონ ტექსტურა ინგრედიენტებს, რომლებსაც სტუდიური განათების ქვეშ საათობით უწევს ყოფნა. 

BOG

ეს საიდუმლოებები კი ისე გაამჟღავნეს, რომ არ იცოდნენ Heinz-ის ექსპერიმენტის მონაწილეები თუ იყვნენ. ხოლო კითხვაზე, ტოვებდნენ თუ არა რომელიმე ინგრედიენტს ავთენტურად, ყველა Heinz-ის კეტჩუპზე მიუთითებდა. 

კეტჩუპი ერთადერთი რამ არის, რასაც გაყალბება არ სჭირდება. ლამაზი ფერი აქვს და ლამაზად ბრწყინავს, — აცხადებს ექსპერიმენტის ერთ-ერთი მონაწილე. 

სწორედ ამიტომ ჩაატარა Heinz-მა ექსპერიმენტი, ჩვენთვის რომ ეთქვა, კეტჩუპს გაყალბება არ სჭირდებაო: არ არსებობს ყალბი ინგრედიენტები, ყალბი გემო, ყალბი ტექსტურა, ყალბი სისქე და არ არსებობს ყალბი ხარისხი….

Zoom-ის განახლებაში ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

Gartner: როგორ გადავეწყოთ ციფრულ ტრანსფორმაციაზე