in

Heinz-ის კამპანიაში „პომიდვრის სპორტსმენები“ გამოჩნდნენ

ჩინეთში ეროვნული თამაშების მე-15 წელი რომ იზეიმონ, Heinz-მა პროფესიონალ სპორტსმენებსა და თავის რეცეპტში გამოყენებულ ფრთხილად შერჩეულ პომიდვრებს შორის პარალელის გავლებით კამპანია შექმნა, რომელიც გამორჩეულ ვიზუალურ ხედვას ეფუძნება: პომიდვრის ყუნწები სპორტსმენების პოზებს მიამსგავსეს.

BOG

უფრო ზუსტად, Heaven & Hell-მა პომიდვრისგან 34 პერსონაჟი შექმნა, რომლებიც ეროვნულ თამაშებზე 34 სპორტის სახეობას ეხმიანება. ერთი შეხედვით პოსტერებში მარტივი გრაფიკაა გამოყენებული, მაგრამ თუ ახლოდან დააკვირდებით, სპორტსმენების მოძრაობებს ამოიცნობთ. სლოგანიც შესაბამისია: Every Tomato That Strives to Win is in Heinz.

გამოდის, მაღალ ლიგაში თამაშისთვის ხან მხოლოდ შემოქმედებითობა კმარა…

„მოემზადე ზამთრისთვის“ – შეცვალე აკუმულატორი „თეგეტა მოტორსში“

შესარჩევის დასასრული და ახალი ეტაპისთვის მზადება | ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2 მატჩს გამართავს