in

Heinz-მა სრულად გადამუშავებადი თავსახურები შექმნა

მდგრადობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯით, Kraft Heinz Company-მ, Berry Global-თან პარტნიორობით, სრულად გადამუშავებადი თავსახური გამოუშვა თავისი ცნობილი კეტჩუპის ბოთლებისთვის.

BOG
BOG

ამ დრომდე ბრენდის ბოთლებში სილიკონის სარქველი იყო მოთავსებული — ეს საკმაოდ მოსახერხებელია კეტჩუპის ზუსტი რაოდენობის დასასხმელად, მაგრამ გადამუშავების თვალსაზრისით გამოწვევას წარმოადგენდა. სწორედ აღნიშნული საკითხის გადასაჭრელად შეიმუშავეს პოლიპროპილენისგან (PP) დამზადებული სარქველი. ამ უკანასკნელის გადამუშავება კი მარტივად ხდება.

შეიძლება, მარტივად ჟღერდეს, მაგრამ ბრენდმა 8 წელი გაიარა სასურველი შედეგის მისაღებად. მთელი ამ დროის განმავლობაში კი 45 პროტოტიპი შექმნეს და 185 000 საათზე მეტი დახარჯეს. ახლა კი, გარდა იმისა, რომ სარქველი გადამუშავებადია, ის კომპანიის მაღალი ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კვლევაც ჩაატარეს — მომხმარებელთა თქმით, ახალი თავსახური სოუსის სრულყოფილ რაოდენობას იძლევა; ასევე, დიზაინი ეფექტურია თითქმის ცარიელი ბოთლიდან მეტი კეტჩუპის მისაღებად.

მთლიანობაში, Heinz-ის შეფასებით, ეს ცვლილება ხელს შეუშლის ყოველწლიურად 300 მილიონი პლასტმასის სახურავი ნაგავსაყრელებზე აღმოჩენას.

ბრენდი, რომელმაც ფრანგული კაფეების არომატი მომხმარებლის სახლებამდე მიიტანა – Carte Noire

CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა – ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს!