in

Heinz კეტჩუპის პირველ ქაღალდის ბოთლს ქმნის

მიზანი პლასტმასის ნარჩენების შემცირებაა

Heinz ქაღალდის ბოთლის შექმნაზე მუშაობს, რათა მომავალში წარმოებიდან პლასტმასის ამოღება შეძლოს. ამ მიზნის მისაღწევად იგი მდგრადი შეფუთვების კომპანია Pulpex-თან თანამშრომლობს. 

შეფუთვის ნარჩენები ინდუსტრიებისთვის გამოწვევად იქცა, ამიტომ, მასთან გამკლავებას ყველამ უნდა ვეცადოთ. ჩვენ კი პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა Kraft Heinz-ის შეფუთვა შევცვალოთ და მომხმარებლებს უფრო მეტი არჩევანი შევთავაზოთ, — აცხადებს მიგელ პატრისიო, Kraft Heinz-ის აღმასრულებელი დირექტორი.

იდეალურ შემთხვევაში ბოთლი 100%-ით ისეთი ხის მასალისგან დამზადდება, რომელიც ქაღალდის ნარჩენებთან ერთად მარტივად გადამუშავდება. შესაძლოა, თავდაპირველად პლასტმასის შემცველობის სრულად შეცვლა ვერ მოახერხონ, მაგრამ რაც დანამდვილებით იციან ის არის, რომ წარმოებისას PET, HDPE და BPA პლასტმასებს არ გამოიყენებენ. 

ხოლო, რადგან ქაღალდის შეფუთვები საცდელ ეტაპზეა, მას მაღაზიების თაროებზე ჯერ ვერ იხილავთ. 

ვიმედოვნებთ, რომ ამ ბოთლის ბაზარზე გატანას მალევე შევძლებთ და გავხდებით სოუსის პირველი ბრენდი, რომელიც მომხმარებელს უკეთესი არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემს. დღეს ხომ ისინი უფრო მდგრადი შეფუთვის ვარიანტებს ეძებენ, ჩვენ კი ახალი გზების აღმოჩენას გავაგრძელებთ, — ამბობს რაშიდა ლა ლანდე, Kraft Heinz-იდან.

სალვადორ დალის აქამდე უცნობი ცვილის სკულპტურა გამოჩნდა

27 მაისს Boris Brejcha თბილისს მეოთხედ ეწვევა!