როგორც ჩანს, Heinz-ს ბევრმა მომხმარებელმა შესჩივლა, რომ როდესაც რესტორნებში ამ ბრენდის კეტჩუპს ან სხვა სოუსებს ითხოვენ, მათ „რაღაც სხვა გემო აქვს“. ამასთან დაკავშირებით კი სახალისო ბეჭდური კამპანია შექმნეს, როგორც „მხილებისა“ და მოწოდების საშუალება.
კამპანიაზე კანადურმა კრეატიულმა სააგენტო Rethink-მა იმუშავა, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად იყენებს ხელოვნურ ინტელექტს — უფრო თანამედროვე და განსხვავებული რეკლამების შესაქმნელად. თუმცა ამ შემთხვევაში კამპანიის სტილი და ტონალობა უფრო მეტად ტრადიციული, კერძოდ, ფოტოგრაფიასა და მინიმალისტურ წარწერებს ეყრდნობა. შედეგად, ბრენდი მარტივი, მაგრამ მკაფიო განცხადებით გამოვიდა, საკუთარი ხარისხისა და სახელის დასაცავად.
„ამ კამპანიის შთაგონება Snapchat-იდან მივიღეთ. ვნახეთ კადრი, რომელშიც ერთ-ერთ რესტორანში ჰეინცის ბოთლს სხვა კეტჩუპით ავსებდნენ. სოციალური გამოკითხვის შემდეგ კი აღმოვაჩინეთ, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული ქცევა იყო. ცხადია, ამან დაგვაფიქრა, როგორ უნდა შეგვეცვალა მსგავსი მოცემულობა. ასე მივედით სახალისო კამპანიის შექმნის იდეამდე“, — განმარტავს Heinz-ის მარკეტინგის დირექტორი მეგან ლენგი.