როცა ტეილორ სვიფტი Kansas City Chiefs-ის თამაშზე გამოჩნდა, ყველა მოელოდა, რომ საუბრები მომღერლისა და მისი ახალი პარტნიორის ირგვლივ იტრიალებდა, თუმცა ყურადღების ცენტრში სუპერვარსკვლავის რეცეპტორები მოექცა… ყველაფერი კი ტეილორის გულშემატკივრების გვერდიდან ატვირთული ფოტოთი დაიწყო, სადაც სვიფტი ქათმის თეფშთან და კეტჩუპთან ახლოს ზის…
ფოტო ვირუსული გახდა, Heinz-ს კი არ უყვარს ასეთი მომენტების გამოტოვება, ამიტომ ამ მატარებელს შეუერთდა და შეზღუდული გამოშვების Ketchup and Seemingly Ranch-ის ასი ბოთლი შემოგვთავაზა. თუმცა აქ არც ეს რაოდენობა გეგონოთ შემთხვევითი, მომღერლის ციფრი 13-ისა და ტრევის კელცეს 87-ის შეჯამებით მიიღეს… შედეგი კი თავად შეგიძლიათ, ნახოთ: