in

რას გვასწავლის ბოთლზე უკუღმა მიკრული ეტიკეტი? – Heinz-ის რეკლამა

ვინ იცის, ბოლო 150 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, Heinz-ის კეტჩუპი რამდენჯერ შეუნჯღრევიათ, საწებელი რომ ბოთლიდან თეფშზე გადმოეტანათ. ბრენდმა, რომელიც 1876 წლიდან იწარმოება, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა მომხმარებელს ასწავლოს, როგორ უნდა დაასხას კეტჩუპი, ზედმეტი წვალების გარეშე. ამ მიზნით, Heinz-მა ეტიკეტს მიმართულება შეუცვალა და ის ბოთლზე უკუღმა დააკრა. თავდაპირველად, მომხმარებლები დააბნია ასეთმა სიახლემ, თუმცა, კეტჩუპის მოყვარულები მალევე მიხვდნენ ოინს და კმაყოფილებიც დარჩნენ. მაინც, როგორ უნდა შეარჩიოთ საწებლის დასხმის იდეალური კუთხე? ნახეთ Heinz-ის რეკლამა.

 

მამა-შვილი ბაღაშვილი სონებში – „ზუმერის“ რეკლამის #3 ეპიზოდი

„გალერია თბილისი“, მომხმარებელთან ერთად, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება