in

Heinz მორბენალებს ენერგეტიკად კეტჩუპს სთავაზობს

არ მოგეჩვენათ, Heinz სირბილის მარათონში ჩაბმულ ადამიანებს ენერგეტიკული პაკეტების კეტჩუპით ჩანაცვლებას სთავაზობს. The Kitchen-ის მიერ შექმნილ კამპანიაში გვეუბნებიან, რომ კეტჩუპი სწორედ იმ ნახშირყლებისა და მარილის საჭირო ოდენობას შეიცავს, რაც მორბენლებს გრძელ დისტანციებზე გადაადგილებისას სჭირდებათ. იდეა კი იქიდან წამოვიდა, რომ სპორტსმენები კეტჩუპის პატარა პაკეტებს ამ მიზნით მანამდეც იყენებდნენ.

M2

კამპანია სპეციალურად შემუშავებულ სარბენ ბილიკებს მოიცავს, რომლებსაც Heinz-ის ლოგოს ფორმა აქვს. მათ ისეთ ქალაქებში შეხვდებით, როგორებიცაა ჩიკაგო, პიტსბურგი და ვანკუვერი. ხოლო აქ მოხვედრას მომხმარებლები პოპულარული აპლიკაციებით Strava-ს ან MapMyRun-ის გამოყენებით შეძლებენ. ამასთან, შეეძლებათ კონკრეტულ ადგილებზე კეტჩუპის მარაგის შესავსებად გაჩერდნენ.

და როგორც Heinz აცხადებს, კეტჩუპის საშეტები კონკურენციას გაუწევს ენერგეტიკულ გელებს, რადგან თითოეულში დაახლოებით 3 გრამი ნახშირწყალია შეფუთული. უბრალოდ, შეიძლება ეს პაკეტი საუკეთესო ვარიანტი სულაც არ იყოს შორ მანძილებზე მორბენალი ადამიანებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში — ნატრიუმის შედარებით მაღალ დონეს შეიცავს, დაახლოებით 90 მილიგრამს, ეს კი ზედმეტად ბევრია მორბენალებისთვის.

ასეა თუ ისე, მარკეტერებმა ხელახლა წარმოგვიდგინეს Heinz-ის სოუსი, როგორც სპორტული დანამატი, რომელიც მეტ გამძლეობას შემატებს მორბენალებს. შედეგი კი თავად შეგიძლიათ, ნახოთ:

XERION 12 — ყველაზე მძლავრი ტრაქტორი ბაზარზე CLAAS-ისგან

Tokina – ფოტოლინზების იაპონური ხელოვნება