in

Heinz-ის ინოვაცია: კეტჩუპის ახალი თავსახური

კომპანია Heinz-მა პირველად წარადგინა რეგულირებადი თავსახური, სახელწოდებით „სიყვარულის სახურავი“ (Love Lid), რომელსაც კეტჩუპის ნაკადის სამი განსხვავებული რეჟიმი აქვს: „მომწონს“, „მიყვარს“ და „გიჟურად მიყვარს“. 

BOG
BOG

ინოვაციური თავსახური Heinz-მა Beta Design Office-სა და სააგენტო Wieden+Kennedy London-თან თანამშრომლობით შექმნა. დაპატენტებული მექანიზმი მხოლოდ ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება და რეჟიმების გადართვისას დამახასიათებელ „კლიკ“ ხმას გამოსცემს. შემქმნელების თქმით, მთავარი გამოწვევა ისეთი დიზაინის შემუშავება იყო, რომელიც გარედან უკიდურესად მარტივი გამოსაყენებელი იქნებოდა, თუმცა შიგნით საკმაოდ რთულ საინჟინრო მექანიზმს დაიტევდა.

ახალი თავსახურით აღჭურვილი ბოთლები ამჟამად ლიმიტირებული რაოდენობით, მხოლოდ ონლაინ იყიდება აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. თუმცა ეს კომპანიის პირველი კრეატიული შეფუთვა არ არის — ცოტა ხნის წინ მათ კარტოფილი ფრისთვის სპეციალური ყუთი გამოუშვეს კეტჩუპის ჩასასხმელი განყოფილებით; ხოლო 2023 წელს თურქეთში შექმნეს ეტიკეტი, რომელიც ორიგინალი კეტჩუპის ფერს იდეალურად ემთხვეოდა — ამით მათ რესტორნებს ხელი შეუშალეს, Heinz-ის ბოთლებში იაფიანი, სხვა ბრენდის კეტჩუპი ჩაესხათ.

ამ ინოვაციების უკან ბრენდის მკაფიო სტრატეგია დგას. იმ ფონზე, როდესაც მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ იაფ, არაბრენდულ პროდუქტებს, მშობელი კომპანია Kraft Heinz აქცენტს სწორედ მარკეტინგსა და უნიკალურ დიზაინზე აკეთებს. ნაცვლად იმისა, რომ თავად პროდუქტი შეცვალოს, კომპანია მომხმარებელს საინტერესო, პრაქტიკულ და სახალისო გამოცდილებას სთავაზობს.

„ოდისეა“ ყველაზე შემოსავლიანი R-რეიტინგის მქონე ფილმი გახდა

ხელით შექმნილი ზღაპრული ეფექტები Disney-ის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში