in

Heinz-ის ახალი რეკლამა იმდენად სწრაფია, რომ თვალი აღქმას ვერ ასწრებს

Heinz-მა გადაწყვიტა, NASCAR-თან ერთად, საკუთარი პროდუქცია „უსწრაფესად“ გაერეკლამებინა. სხვა სიტყვებით, Pennzoil 400 რბოლის მიმდინარეობის პარალელურად, ბრენდმა კეტჩუპს ახალი ინგრედიენტი დაამატა, სისწრაფის სახით.

BOG

0.57-წამიანი რეკლამა იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ თვალისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია ყველაფრის დაფიქსირება. თუმცა თუ დააპაუზებთ, კეტჩუპის ბოთლის სილუეტთან ერთად სხვა ობიექტებიც გამოჩნდება — ბურგერი, ქაღალდი და წარწერები, რომლებიც მომხმარებლებს $5-იან ვაუჩერს სთავაზობს.

The Drum-ის მიხედვით, ეს ყველაზე სწრაფი რეკლამა არ არის, რომელიც ოდესმე გადაუღიათ… ჯერ კიდევ 2009 წელს სუპერთასისთვის ერთკადრიანი რეკლამა ვიხილეთ. თუმცა Heinz-ის ნამუშევარი უფრო დინამიკური და მრავალფეროვანია.

5 კამპანია, რომლებსაც უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა

რატომ გვეშინია კლოუნების? — კვლევა