ბოლო რამდენიმე თვეა, Kraft Heinz Company აქტიურად ზრუნავს საკუთარ მარკეტინგზე და ცდილობს, საზოგადოება სხვადასხვა კრეატიული გზით დააკავშიროს პოპულარულ პროდუქტებთან. ახლა კი გადაწყვიტა, მომხმარებელთა სახლებში არა სამზარეულოსა და მაცივრის გავლით შეაღწიოს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით ყველა კედელი მოიცვას… ამ იდეით შექმნა საღებავი Red HTK 57 — საკულტო კეტჩუპის ტონის შესატყვისად.
შინდისფერი ელფერის მქონე საღებავი ჰაინცის კეტჩუპის ანალოგს წარმოადგენს და როგორც ბრენდში აღწერენ, მისი მეშვეობით არა მხოლოდ საჭმელი შეიძენს გემრიელ არომატს, არამედ მთელ სახლს განსაკუთრებული სიმყუდროვე მოიცავს. საღებავის შესაქმნელად კი ჰაინცი Lick-თან თანამშრომლობდა — ამ პარტნიორობით მიიღეს იდეალურად დაბალანსებული ელფერი.
„თეფშების გასაფორმებლად Heinz-ის კეტჩუპი უნდა გამოიყენოთ, კედლებისთვის კი — წითელი HTK 57“, — აღნიშნავს საღებავების კომპანია Lick.