in

Heinz კეტჩუპით დასვრილი ადამიანებისთვის სადაზღვევო პოლისს უშვებს!

Heinz ამჯერად კეტჩუპის იმ მომხმარებლებს მიმართავს, რომლებსაც ჭამის დროს არაერთხელ დაუსვრიათ ტანსაცმელი, მაგიდა თუ გადასაფარებელი წითელი სოუსით, რომ აღარაფერი ვთქვათ, სხვა უფრო მძიმე შემთხვევებზე… ეუბნება მათ, რომ MyBenefits-ის აპლიკაციას ესტუმრონ, სადან საჩივრის 57 ვერსია დახვდებათ, რომლებსაც კომპანია მათთვის დაფარავს. თუმცა ერთი აუცილებელი მოთხოვნა არსებობს: მომხმარებელს უნდა სწამდეს, რომ Heinz ამ რისკად ღირს. 

BOG

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი სოუსის მოყვარულებს კომპენსაცია მრავალი ჯილდოს საშუალებით შეუძლიათ, მიიღონ, იქნება ეს სახლის დასუფთავების სერვისები, ქიმწმენდა, ხელოსნების მომსახურება თუ სპა პროცედურები.

Heinz-ში ვიცით, რომ ჩვენი გულშემატკივრების სიყვარული კეტჩუპის მიმართ ცოტა გადამეტებული შეიძლება იყოს. კვლევის თანახმად, 48%-ს მოსვლია რაღაც შემთხვევა ჩვენი კეტჩუპით, 91% კი ფიცს დებს, რომ ჰეინცის სიყვარული ამად ნამდვილად ღირს. სწორედ ამიტომ ვუშვებთ კეტჩუპის დაზღვევას, რათა დაბინძურებული მომენტები ბედნიერ და მოსახერხებელ წამებად ვაქციოთ ჩვენი ფანებისთვის, მივცეთ მათ საშუალება, ისიამოვნონ კეტჩუპის შემთხვევებით, წუხილის გარეშე, — აცხადებს პასანტ ელ განამი, მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

 

რისთვის შექმნეს სპირალური კონტაქტური ლინზები?

SOLO-სა და Visa-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა