in

წვნიანი, როგორც კაცობრიობის მუდმივი „მეგობარი“ — Heinz-ის კამპანია

მიუხედავად იმისა, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული კაცობრიობამ რადიკალური განვითარების გზა გაიარა, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ერთი რამ ყოველთვის არსებობდა ადამიანის ცხოვრებაში: წვნიანი. ერთ-ერთი უძველესი ჩანაწერის მიხედვით, რომელშიც მტრედის წვნიანის მომზადების შესახებ ვკითხულობთ, შუმერებს ეკუთვნით.

სარეკლამო სააგენტო TBWA\Sydney-ისა და Heinz Australia-ს ახალი სახალისო კამპანია კი სწორედ წვნიანის „აღმოჩენის“ იუმორისტულ გზებს ასახავს — სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში. როგორც სააგენტოს კრეატიული დირექტორი, კატრინა ალვარეს-ჯარატი, განამრტავს, კამპანიის მიზანს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილის ხელოვნების დონეზე აყვანა წარმოადგენდა.

ისე კი, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰაინცის პროდუქცია „ხელოვნების დონემდე“ აჰყავთ — ანდაც, ენდი უორჰოლს თუ დავესესხებით, ხელოვნება „დაჰყავთ“ ყოველდღიურ რეალობამდე.

Nvidia – ტრილიონდოლარიანი კომპანიის დასაწყისი

„თეგეტა ჰოლდინგის“  მხარდაჭერით, სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა