in

Heinz-ისთვის ლოდინი ნამდვილი სიყვარულის ფორმაა

სოუსების მწარმოებელმა ცნობილმა ბრენდმა Heinz გლობალურ კამპანიას იწყებს, რომელიც ერთგული მომხმარებლებისკენაა მიმართული. აი, ისეთის, ძალიან რომ შიათ, მაგრამ კეტჩუპის ან სხვა სოუსის მიღებამდე ჭამას არ იწყებენ!

M2

კამპანია ბრენდის მიერ ჩატარებულ კვლევას ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტი არაფერს ჭამს, ვიდრე კეტჩუპსაც არ მიუტანენ. უფრო მეტიც, ამჯობინებენ, თუნდაც ცივი კერძი მიირთვან, თუკი ბოლოს საყვარელ სოუსს მიიღებენ.

„ნამდვილი სიყვარულის ლოდინი არსად ჩანს იმაზე მძაფრად, როგორც დამშეული ადამიანებით სავსე სასადილოში, რომლებიც კეტჩუპს ელოდებიან და არ ჭამენ. ეს არის მარტივი, მაგრამ ძალიან რეალური შეხედულება, რამაც უახლესი კამპანიის შექმნისკენ გვიბიძგა“, — ამბობს ჯორჯ ბუნედერი, The Kraft Heinz Company-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.

აქვე განმარტავენ, რომ რეალურ ქცევებზე დაკვირვებითა და შეხედულებების ინსაითებად გადაქცევით, ჰაინცის მიმართ ირაციონალურ სიყვარულზე ააგეს კამპანია. „დროთა განმავლობაში მოუთმენელ მომხმარებლებად ვიქეცით. იმ ეპოქაში, სადაც ყველაფრის მიღება ძალიან სწრაფად გვინდა, ლოდინი ნამდვილი სიყვარულის გამოვლინებაა“.

მწირი ბიუჯეტით გლობალურ ბრენდამდე – ZARA-ს ისტორია

#პორტფოლიო: ვიდეორგოლები და პრინტ კამპანიები Socialsharks-ის ნამუშევრებიდან