in

Heinz ვეგეტარიანელი ვამპირებისთვის „ტომატის სისხლს“ უშვებს

დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით, „ყველა ვამპირს არ სწყურია ადამიანის სისხლი“ — ზოგიერთი მათგანი ისეთ არაძალადობრივ ალტერნატივას ირჩევს, როგორიცაა Heinz’s Tomato Blood.

Heinz-ის სეზონური სანელებლები კვლავ უბრუნდება ჰელოუინის დღესასწაულს და ეტიკეტზე „კეტჩუპის“ ნაცვლად „პომიდვრის სისხლს“ აწერს. მსგავსი მარკეტინგული ხრიკით, კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, სამზარეულოს ცოტაოდენი ჰელოუინის ხასიათი, ჯადოქრობა და „ბოროტება“ შემატონ.

კამპანიის ფარგლებში Heinz-მა „ვამპირი“ დაიქირავა, ბოროტი სოუსის პოპულარიზაციისთვის. თანაც, ის არა თუ ბოროტმოქმედი, არამედ ვეგეტარიანელი ვამპირია, რომელიც ადამიანების ნაცვლად, ცხარე კეტჩუპზე ნადირობს. მის როლს TikTok-ის პოპულარული კონტენტის შემქმნელი, A.J. Marcus ასრულებს. 280 წლის ძლიერი ვამპირი, სახელად ტობი, ცდილობს, უდანაშაულო ადამიანები გადაარჩინოს და პომიდვრის სისხლზე გადასვლის უპირატესობებზე საუბრობს.

ალბათ, ეს ზედმეტად კომიკურად გეჩვენებათ, მაგრამ რეალურად კომპანია დღეისათვის არსებულ მზარდ მოძრაობას ეხება — ხორცის ჭამიდან მცენარეულ დიეტაზე გადასვლას. გასულ წელს Tomato Blood პირველად გამოჩნდა, როგორც ხელოვნური სისხლის ალტერნატივა კოსტიუმებისთვის. ასევე, მას მოჰყვა კომპლექტი, რომლის მეშვეობითაც საშიში ვიზუალების შექმნა იყო შესაძლებელი.

რა იცი, რა ხდება?! – „ირაოს“ სახლის დაზღვევა

VISA-ს კამპანია She’s Next-ს მარიამ ხუხუნაიშვილი შეუერთდა!