in

Heinz-მა სასოწარკვეთილების განცდა სახალისო რეკლამად აქცია

როგორც წესი, მოგზაურობისას ადამიანებს მხოლოდ ის ნივთები მიაქვთ, რომელთა გარეშეც ერთი დღეც კი ვერ გაძლებენ. Heinz-მა კი დაახლოებით იმის მსგავსი ნარატივი გამოიყენა უახლესი ვიდეორგოლისთვის, საქართველოდან რომ მიგვაქვს ხოლმე „ჩვენებური სუნელები“, „ჩვენებური სოუსები“… თუმცა ამ შემთხვევაში ბრენდის კონკრეტულ, ლობიოს კონსერვზეა მთელი აქცენტი.

M2

ამ მხიარულ რეკლამაზე კრეატიულმა სააგენტო Wieden+Kennedy London-მა იმუშავა, რომელმაც სიუჟეტის მთავარ გმირად ემოციურად განადგურებული ტურისტი წარმოგვიდგინა. გასართობად მიდიოდა, ბედნიერი და ხალისიანი, თუმცა კონსერვებით სავსე ჩემოდანი დაეკარგა — მას გაჰყვა მამაკაცის დადებითი განწყობაც. აღარც სიმღერა უნდა, აღარც აუზზე ნებივრობა და საერთოდ არაფერი! ყველაფერმა აზრი დაკარგა!

10 ნამუშევარი, რომლებმაც სკანდალი გამოიწვია

პირველი კომერციული ფრენის ბილეთი აუქციონით გაიყიდა!