შეიძლება, Heinz-ის კეტჩუპი ბევრ საკვებს უხდება, მაგრამ ამ ჩამონათვალში შოკოლადს ძალიან ცოტა თუ დაასახელებს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი დიდ კონკურენციას უწევს კარტოფილ ფრის… ყველაფერი TikTok-ზე ვირუსულად გავრცელებული ტენდენციით დაიწყო, თუმცა ამ უცნაურ კომბინაციას Kit Kat და Heinz-იც აყვნენ.
ტიკტოკის ანგარიშებზე ორივე ბრენდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სკეპტიკურად განწყობილი თანამშრომლები ცდილობდნენ უჩვეულო კომბინაციის დაგემოვნებას. რეაქციები კი საკმაოდ არაერთგვაროვანი იყო. იდეა იმდენად შორს წავიდა, რომ ჰაინცმა და ტიკ ტაკმა სპეციალური მაკეტიც კი შეიმუშავეს: KitKat’Chup. ეს არის შოკოლადის ფილა, რომელსაც მოწითალო-მოყავისფრო ელფერი აქვს. ვიზუალზე The Kitchen-მა იმუშავა, Kraft Heinz-ის შიდა კრეატიულმა სააგენტომ.
ჰაინცისთვის ეს კიდევ ერთ დამატებით მარკეტინგულ კამპანიად იქცა — ბრენდს საშუალება მიეცა, პოზიციონირება მეტად „გაემყარებინა“. ვინაიდან გამუდმებით ამტკიცებს, რომ მისი სოუსები ყველაფერს უხდება, შოკოლადთან სინთეზი ამის იდეალური დემონსტრაცია აღმოჩნდა.