Heinz-ს სულ არ სჭირდება ლოგოს გამოჩენა იმისათვის, რომ მომხმარებლების ყურადღება მიიპყროს. ამას უახლესი კამპანიით გვიმტკიცებს, რომელშიც გადაწყვიტეს, ბილბორდები მათივე საკულტო სოუსებით აევსოთ. აქ ლოგოს ვერსად ნახავთ, ეს კი არა, ბრენდის ცნობილი It Has to Be Heinz-იც შეცვლილია…
თუმცა ბოლომდე არ გარისკეს და, კამპანიის ჩაშვებამდე, იდეა მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფზე გამოცადეს — 70%-მა Heinz-ის იდენტიფიცირება შეძლო!
ამ ამბის ავტორი კი, Heinz-თან ერთად, Wieden+Kennedy London გახლავთ, რომლისთვისაც კულინარიაში განუყოფელი წყვილები არსებობს. ამიტომაც ვხვდებით პოსტერებზე Heinz-ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი პროდუქტების ახლო კადრებს იდეალურ მეწყვილესთან ერთად, რაშიც ჩიფსები, კარტოფილი, სენდვიჩი და პური მოიაზრება.
ქვემოთ უახლესი კამპანიის პოსტერებს გაჩვენებთ, შემდეგ კი გვითხარით, რამდენად მოახერხეთ ლოგოს გარეშე ჰაინცის ამოცნობა…