in

ინოვაციური ნაბიჯი რეკრუტინგში – Helio AI ახალ AI აგენტს წარადგენს

ბოლო წლებია, კომპანიები, სამუშაო ძალის სამართავად აქტიურად გადადიან პროცესების ავტომატიზაციაზე, რაც HR სპეციალისტებს ბევრად უმსუბუქებს საქმეს და ახალ სტანდარტს ქმნის რეკრუტინგის მიმართულებით.
სწორედ ამ რეალობაში ქართულ ბაზარზე გამორჩეულად აქტიურია
Helio AI, ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შიდა სისტემით უკვე 400-ამდე ბრენდს ეხმარება შერჩევის პროცესების ორჯერ უფრო სწრაფად და დროის 70%-ით ნაკლები რესურსით მართვაში.

Helio-ს გუნდი მუდმივად ეძებს გზებს, რათა სისტემა კიდევ უფრო მარტივი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული გახდეს. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა მათი უახლესი ინოვაცია – AI აგენტი, რომელიც ერთდროულად არის ონბორდინგის დამხმარე, მხარდაჭერის გუნდის წევრი და პროდუქტის ინსტრუქტორი – და ეს ყველაფერი ჩატის ინტერფეისში ხდება.

უფრო დეტალურად, თუ რა არის ახალი AI აგენტი, როგორ მუშაობს და რა პროცესებს გააუმჯობესებს ბრენდების მიერ თანამშრომლის შერჩევის პროცესში, კომპანიის თანადამფუძნებელი და COO ნინი მოსიაშვილი გვესაუბრება.

M: რა იყო „ჰელიოში” აღნიშნული განახლების მოტივაცია, რატომ გადაწყდა AI აგენტის ამ მიმართულებთ განვითარება?

ჰელიოში გვჯერა, რომ სისტემის განვითარება პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს მომხმარებლებთან. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობთ, სისტემის გამოყენებით საუკეთესო მომსახურება და გამოცდილება შევუქმნათ – AI აგენტის ახალი ფუქნციაც სწორედ ამას ემსახურება. 

რადგან ჰელიოს შექმნის პირველივე დღიდან მომხმარებლების მხარდაჭერა და 24/7-ზე მათი დახმარებისთვის მზაობა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იყო, გადავწყვიტეთ, კიდევ უფრო მეტი კომფორტი შეგვექმნა მომსახურების ნაწილში. სწორედ ამიტომ, ჩვენს AI აგენტს ვასწავლეთ ახალი ფუნქციონალი, RAG, რომელიც ნებისმიერ კითხვაზე შეძლებს მათ დახმარება წამებში.

M: როგორ მუშაობს ახალი AI აგენტი და რა პროცესებს გაუმარტივებს მომხმარებელს?

ახალ მომხმარებლებს აღარ ექნებათ საჭიროება, დაუკავშირდნენ ჰელიოს გუნდს დეტალების დასაზუსტებლად. თავისი პროფილით შესვლისთანავე შეუძლიათ, ჩატის დახმარებით, ინტეგრაციების გარეშე, თავადვე გამართონ საკუთარი პროფილი და დაიწყონ სისტემით სარგებლობა.

ასევე, არსებული მომხმარებლებისთვისაც მნიშვნელოვანი კომფორტია, რადგან შეძლებენ, ესაუბრონ და მიიღონ დეტალური ინსტრუქციები სისტემის ირგვლივ ნებისმიერ საკთხზე.

AI აგენტს შეუძლია, მომხმარებელს უპასუხოს ყველა იმ კითხვაზე, რომელიც დაკავშირებულია სისტემის გამოყენებასთან, მაგალითად:

  • როგორ შექმნან ვაკანსია სისტემაში
  • როგორ გააზიარონ დასაქმების საიტებთან უნივერსისიტებთან, კოლეჯებთან, აუთსორსკომპანიებთან
  • როგორ მოაწყონ საკუთარი კომპანიის კარიერის გვერდი
  • როგორ მართონ მარტივად ერთი კლიკით სმს და იმეილკომუნიკაციები აპლიკანტებთან
  • როგორ მართონ აპლიკანტები
  • როგორ მიიღონ ინფორმაცია ანალიტიკისა და რეპორტების გარშემო და სხვა

გამომდინარე იქიდან, რომ ჰელიოში მუდმივად ხდება განახლება 3 კვირაში ერთხელ, AI აგენტის განახლებაც მუდმივად მიმდინარეობს, ვითარდება როგორც ახალი ფუნქციონალების შესწავლით, ასევე, აქტიურად ვითვალისწინებთ მომხმარებლის უკუკავშირსაც და სულ უფრო მეტად მოვარგებთ მათ საჭიროებებს.

M: როგორ უწყობს ხელს ახალი აგენტი მომხმარებლის ონბორდინგის პროცესს?ჰელიოს გამოყენების დაწყება ძალიან მარტივია, მთავარია კომპანიის სურვილი და 24 საათში იწყებენ სისტემით სარგებლობას, რადგან ინტეგრაციები საჭირო არ არის. 

როდესაც მომხმარებელი შედის თავის პროფილზე და იწყებს სარგებლობას, რა თქმა უნდა, აქვს კითხვები, სადაც ჰელიოს მხარდაჭერის გუნდი აქტიურად ეხმარება, თუმცა აგენტის გამოყენებით, კიდევ უფრო სწრაფად შეძლებენ პასუხის მიღებას ნებისმიერ კითხვაზე, მათთვის კომფორტულ დროს დაიწყონ გამოყენება, გამართონ სისტემა, მოარგონ კომპანიას და სულ რაღაც 1 დღეში განათავსონ ვაკანსიები მათთვის სასურველ არხებში. 

M: ბიზნესის თვალთახედვიდან, ნიშნავს თუ არა ეს განახლება „ჰელიოს” მხრიდან მომხმარებლის მხარდაჭერის ახალი ფორმატის დანერგვას? ვისაუბროთ განახლების ინოვაციურობაზე.

ჰელიოს სიახლემ ინოვაციური გადაწყვეტა შემოიტანა მომხმარებლის მომსახურების ნაწილში. დღევანდელ რეალობაში, როდესაც აქტიურად ვიყენებთ სხვადასხვა AI ხელსაწყოს, ჩატის დახმარებით ამოცანების შესრულება ჩვენთვის სულ უფრო მარტივი ხდება. ამიტომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ძალიან საინტერესო და კომფორტული აღმოჩნდა სიახლე. გაშვებიდან პირველივე საათებში კომპანიების რეკრუტერებმა და HR-ებმა აქტიურად გაგვიზიარეს დადებითი უკუკავშირი აგენტის ახალ ფუნქციონალთან დაკავშირებით.

M: როგორია თქვენი ხედვა ამ განახლების შემდეგ, როგორ განვითარდება Helio AI მომავალში?

დღეს ჰელიოს მთავარი მიზანი გლობალური ბაზრების ათვისებაა. ჩვენი მიზანია, ისევე შევაყვაროთ ჰელიო სხვა ქვეყნების HR-ებსა და რეკრუტერებს როგორც ეს საქართველოშია. აგენტის როლიც ძალიან დიდია, რადგან ის რამდენიმე ენაზე ფუნქციონირებს და ყველა ქვეყანაში შეძებენ მის გამოყენებას. ამიტომ, ჩვენი AI აგენტი აქტიურად აგრძელებს ჰელიოს ფუნქციონალის ათვისებას და სამომავლოდ ჩვენს მომხმარებლებს კიდე უფრო მეტი დავალების შესრულებაში დაეხმარება, გაუმარტივებს ხელით საკეთებელ, რუტინულ საქმეებს, სულ უფრო მეტად გახდება მათი დამხმარე და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი.

Helio AI ქართული ტექნოლოგიური ბაზრის ერთერთი ყველაზე წარმატებული მოთამაშეა, რომელმაც პირველმა შეცვალა ტრადიციული რეკრუტინგი ბაზარზე და ქართველი რეკრუტერების გამოცდილება უკვე 6 ქვეყანაში გააქვს. ეს პლატფორმა კანდიდატის შერჩევის სრულ ციკლს ფარავს: სასურველი პოზიციისათვის მოთხოვნების დაგენერირება, ვაკანსიების სხვადასხვა პლატფორმაზე გამოქვეყნება, რეზიუმეების ერთ სივრცეში მიღება, აპლიკანტებთან კომუნიკაცია და რეპორტინგი. თამაშზე დაფუძნებული მიდგომითა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებით, ის ადვილად ამუშავებს კანდიდატის მონაცემებს, სიტუაციური თამაში კი მათ რბილ უნარებსა და ქცევის მოდელს აანალიზებს. სისტემის განახლებითა და AI აგენტის დახმარებით, Helio აღარ არის მხოლოდ HR პროგრამა – ეს არის პარტნიორი, რომელიც თითოეულ მომხმარებელს აძლევს საშუალებას, დროის ნაცვლად ყურადღება ადამიანებზე გადაიტანოს.

[R]

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი „ჰედვაის აკადემიაში” – დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

ტოპ-10 ქვეყანა, სადაც გზების საუკეთესო ინფრასტრუქტურაა