in

ჰელიუმის გაზი დედამიწის ფორმირების საიდუმლოს გაამჟღავნებს

დედამიწის ე. წ. მზის ნისლეულში ჩამოყალიბებაზე უკვე დიდი ხანია, საუბრობენ. ახალი კვლევა კი ამ იდეის რეალურ მტკიცებულებას გვთავაზობს. იგი დედამიწის ბირთვში არსებულ ჰელიუმის მარაგს ემყარება, კონკრეტულად კი ჰელიუმ-3-ს, რომელიც ბირთვიდან ჟონავს.

M2
M2

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ჰელიუმი ჩვენს სამყაროში არსებული ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ელემენტია და, შესაძლოა, მისი წარმოქმნა დიდი აფეთქების პერიოდს ემთხვეოდეს. ჰელიუმ-3-ისთვის კი ძირითადი წყარო სწორედ დედამიწის ბირთვია. მართალია, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რამდენის გაჟონვა მოხდა, მაგრამ ეს ელემენტი დედამიწის ბირთვში ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობით უნდა იყოს.. საინტერესოა ისიც, რომ ჰელიუმ-3-ის წარმოქმნა ზოგიერთ ბუნებრივ პროცესსაც შეუძლია, როგორიცაა ტრიტიუმის რადიოაქტიური დაშლა, მაგრამ ძირითადად მაინც ნისლეულებში წარმოიქმნება — აქ იგულისხმება გაზისა და მტვრის მასიური მბრუნავი ღრუბლები, ისეთი, როგორიც ჩვენი მზის სისტემა იყო.

მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ — როცა პლანეტა იზრდება, იგი მასალას გარემოდან აგროვებს. შესაბამისად, მისი შემადგენლობაც იმ გარემოს ასახავს, რომელშიც ჩამოყალიბდა. მეტიც, ბირთვში არსებული ჰელიუმ-3-ის მაღალი კონცენტრაციის გამო დედამიწა მზის ნისლეულის ზენიტში უნდა ჩამოყალიბებულიყო და არა, კლების ფაზაში.

მკვლევრები კი დედამიწის ფორმირების ორ ეტაპს განიხილავენ: ეს არის ადრეული ფორმირება, როცა პლანეტა ჰელიუმს აგროვებდა და მეორე, როცა მთვარის ფორმირების შემდეგ მან ჰელიუმი დაკარგა. იმასაც ამტკიცებენ, რომ დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ დედამიწას მასზე სამჯერ ნაკლები ზომის ობიექტი შეეჯახა და ჰელიუმის გაჟონვა სწორედ მაშინ დაიწყო…

ყოველწლიურად დედამიწიდან, დაახლოებით, 2 000 გრამი ჰელიუმ-3 ჟონავს, ეს საკმარისია, რათა მაგიდის ზომის ბუშტი გაბეროთ. ხოლო ბუნების საოცრება ის არის, რომ ამ იზოტოპის მნიშვნელოვანი რაოდენობა დედამიწის წიაღში ჯერ კიდევ არსებობს, — განმარტა პიტერ ოლსონმა, კვლევის ავტორმა.

როგორ ვიზრუნოთ თვალების ჯანმრთელობაზე?

„ძველი მეხსიერების სურათები“ — ნატო სირბილაძის რეტროსპექტიული გამოფენა