in

Cloud პრინციპი პროგრამული მომსახურების სფეროში

helixკომპანია ”ჰელიქსი” პროგრამული მომსახურების კომპანიაა, რომელიც ე.წ. ბიზნეს ქლაუდის პრინციპს სთავაზობს მომხმრებელს”საქართველოში პირველები ვართ. თუ ვინმეს სურს Facebook აპლიკაცია, ან ”ნიუს ლეთერი”, ჩვენ ერთ სერვერზე ვუინსტალირებთ. კომპანიას აქვს საკუთარი ”თემფლეითი”, შეუძლია ატვირთოს ლოგო, შეცვალოს ფერი და ა. შ. ჩვენთან ყოველი ახალი სერვისის შეძენისას არ მოუწევს ხელახალი რეგისტრაცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს კლიენტს ექნება საკუთარი ექაუნთი, რომელსაც თავად მართავს. ამიტომ, ვთვლით, რომ ბიზნესისათვის საინტერესო და ფუქციონალური იქნება”, – ამბობს კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა კვანტალიანი.

next-mail”ჰელიქსი” მომხმარებელს ახალი სისტემით სხვადასხვა პროგრამულ მომსახურებას შესთავაზებს. კომპანიაში ამბობენ, რომ პირველი იქნება მეილების სისტემა Next Mail. შემდეგ კი ვებ გვერდის, რუქისა და სხვა სერვისების დამატებასაც გეგმავენ.

”პირველი, რაც უკვე დეტალურად გაწერილია, ეს მეილების სისტემა იქნება. მომხმარებელს ვთავაზობთ საკუთარ თემფლეითს, საკუთარ ბაზას, სტატისტიკას (ვინ როდის წაიკითხა წერილი, რამდენმა ”დააკლიკა” და ა. შ. ), მეილი გაიგზავნება სახელობითად. მათ არ სჭირდებათ ცალკე იზრუნონ ინფორმაციის დაცულობაზე ან მეილის ადაპტაციაზე. პუბლიკაციის ასაწყობად ვთავაზობთ ვიზუალის რედაქტირების შესაძლებლობას. კლიენტი თავად ახდენს ვიზუალის ოპტიმიზაციას”.

ბაზარზე, სადაც საკმაოდ ბევრი პროგრამული მომსახურების კომპანიაა, ლაშა კვანტალიანი მიიჩნევს, რომ მალე მათი სერვისი ძალიან აქტუალური გახდება. კონკურენტებთან ”დაპირისპირებას” დაბალი ფასისა და პრაქტიკული შეთავაზებით გეგმავენ.

cloud-computing-datatrend

”იქნება იაფი. კლიენტს ერთად ბევრი მომსახურების საფასურის გადახდა არ უწევს. იხდი ყოველთვიურად. მომხმარებელს სხვადასხვა პაკეტებს ვთავაზობთ. მაგალითად, Next Mail-ის მინიმალური პაკეტის ფასი 99 ლარი იქნება. თუ ჩვენს სხვა პროდუქტებსაც შეიძენენ, რა თქმა უნდა, შეღავათები ექნებათ”.

კომპანიაში ამბობენ, რომ ახალ სისტემის არსებობის აუცილებლობა პრაქტიკული გამოცდილებიდან დაინახეს. ლაშა კვანტალიანი ამბობს, რომ აქამდე სხავდასხვა პროგრამულ მომსახურების ინდივიდუალურად აინსტალირებდნენ.

“ფუნქციონალი რომელსაც პროდუქტებში ვდებთ, გამოცდილებიდან და სხვადასხვა კომპანიების მოთხოვნებიდან არის შედგენილი,რეალიზებული. ქლაუდ პრინციპი იმითაც არის მომგებიანი რომ ჩვენი პროდუქტები აერთიანებს სხვადასხვა კომპანიების გამოცდილებას, მათ დაკვირვებას და მოთხოვნებს. შესაბამისად ყოველ ახალ კომპანიას შესაძლებლობა ეძლევა, უკვე დამუშავებული და ფუნქციონალურად დახვეწილი პროდუქტით ისარგებლოს.

სპოტლაითი

პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიება “Spotlight” 20 დეკემბერს ჩატარდება.

”ჯეოსელი” მობილურ ტელეფონებს ახალ მაღაზიებში გაყიდის