ის კი ვნახეთ უკვე, როგორ სწავლობდა მარტინ სკორსეზე ვებგვერდის შექმნას, მაგრამ Super Bowl-ისთვის შექმნილი კამპანია ამით არ დასრულებულა. მისი სცენარითა და რეჟისორობით კიდევ ერთი სახალისო ვიდეორგოლი ვიხილეთ, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმს უფრო ჰგავს…
აქ ვხედავთ თანამედროვე სამყაროს — ადამიანები მუდმივად გაჯეტების რომ მოიხმარენ და ირგვლივ ბევრ რამეს ვერ ამჩნევენ. უცხოპლანეტელები ჩვენთან მოვიდნენ, მაგრამ ციფრული ამბებით ზედმეტად ვართ გართულნი. გალაქტიკათაშორისი არსებები და ვერანაირად ამყარებენ კონტაქტს კაცობრიობასთან, ვიდრე კვლავ ინტერნეტ კონტენტს არ მიმართავენ.
რეალურად, ეს სკორსეზეს იუმორისტული წარმოდგენაა ფიზიკური და ციფრული სამყაროს „აღრევაზე“. „ჩემს ასაკში რეჟისორული დებიუტის პოვნა საკმაოდ რთულია. როდესაც ვებგვერდების შექმნის კომპანიამ თანამშრომლობისთვის მომმართა, ყოველდღიურობიდან გასვლა მომინდა… წარმოვიდგინე, როგორ ქმნიან უცხოპლანეტელები საიტს, რათა მუდმივად მოძრავ და ციფრულ სამყაროში ჩაფლულ ადამიანებს დაუკავშირდნენ. ნეტავ, შევამჩნევთ მათ მოსვლას?“, — აღნიშნავს მარტინ სკორსეზე.