in

ქართული HELLO! ახალ პლატფორმაზე – ჟურნალის „ონლაინ“ ინტერაქტიული გამოცემა

HELLO!-ს ქართული გამოცემა მკითხველებსა და დამკვეთებს სიახლეს სთავაზობს – ჟურნალის ბეჭდურ ვერსიასა და აპლიკაციას ახლა უკვე „ონლაინ“ ინტერაქტიული გამოცემა დაემატა.

 

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=0PLOeI2-v_E[/embedyt]

 

როგორც აღმასრულებელი რედაქტორი ნანკა კიკალია ამბობს, ინტერაქტიული გამოცემა ბაზარზე არსებული ახალი მოთხოვნების საპასუხოდ შეიქმნა და მკითხველს თუ დამკვეთს  განსხვავებულ შესაძლებლობებს აძლევს.

ნანკა კიკალია: HELLO! ყველაზე მეგობრული გამოცემაა. ჟურნალი საქართველოში 2016 წელს 70 წლიანი ისტორიით, შემოვიდა. ქართულმა გამოცემამ რამდენიმე ეტაპი გაიარა და დღეს ბეჭდურ ვერსიასთან ერთად, აპლიკაციას და ინტერაქტიულ ჟურნალს აერთიანებს. ჩვენი მთავარი მიზანი ბეჭდური მედიის შენარჩუნებაა, თუმცა ეს იმას არ გულისხმობს, რომ სიახლეებს უნდა ჩამოვრჩეთ, ან რაიმეზე უარი ვთქვათ. წიგნების მსგავსად, ბეჭდურ მედიას მკითხველი ყოველთვის ეყოლება, მაგრამ ისინიც 21-ე საუკუნეში ცხოვრობენ და მათი მოთხოვნებიც ძალიან მრავალფეროვანია. HELLO!-ს საერთაშორისო პოლიტიკა ადამიანებისთვის უდარდელი, საინტერესო და შემეცნებითი რამდენიმე საათის მიცემაა. გამოცემის განსაკუთრებული სიახლე სწორედ 21-ე საუკუნის მოთხოვნებზე მორგებული ონლაინ ვერსიაა, რომელიც Harry Potter-ის გაზეთების მსგავსად, გაცოცხლებული იმიჯებით, მუსიკითა და ვიდეოებითაა გაფორმებული. ინტერაქტიული ვერსია, ბეჭდურთან ერთად, თვეში ერთხელ გამოდის, თუმცა, სიახლე მხოლოდ ყოველთვიურ გამოცემას არ გულისხმობს. მკითხველს HELLO! DÉCOR-ისა და HELLO! PRET-A-PORTER-ის ინტერაქტიული ვერსიების დათვალიერების საშუალებაც აქვს.

M: რა შესაძლებლობას იძლევა ბიზნესისთვის ინტერაქტიული გამოცემა? 

ინტერაქტიულ ვერსიაში განთავსებული 1 გვერდით მკითხველი კომპანიის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იღებს. ერთი click-ით ავტომატურად შეიძლება სამშენებლო კომპანიის ახალ პროექტზე გადასვლა, კონკრეტული ნივთის შეძენა, ვიდეო რგოლის ნახვა და ა.შ. HELLO!-ს ინტერაქტიული ვერსია ჰიბრიდია – მედიის უძველესი ფორმისა (ბეჭდური მედიის) და ყველაზე თანამედროვე მოთხოვნების (Digital) შერწყმა.

M: მკითხველისთვის რითია გამორჩეული?

HELLO!-ს ინტერაქტიული ვერსია თავისი არსით უკვე გამორჩეულია: მკითხველი ყველაზე მარტივი და სწრაფი ფორმით იღებს ვარსკვლავური ცხოვრების, მოგზაურობის, კულინარიის, მოდისა და თავის მოვლის სიახლეების შესახებ ინფორმაციას. ახლა უკვე გამოვირჩევით იმითაც, რომ ჟურნალში ყველაფერი ერთი click-ით ხდება.

M: HELLO!-ს ინტერაქტიული გამოცემები სხვა ქვეყნებშიც არის?

ჟურნალის ინტერაქტიული ვერსია პირველად სწორედ საქართველოში შეიქმნა. საერთაშორისო HELLO!-ს გამოცემების „ონლაინ“ სივრცეში წაკითხვა აპლიკაციის საშუალებითაა შესაძლებელი, თუმცა Digital-ის ამ კუთხით გამოყენება პირველად ჩვენ მოვიფიქრეთ.

M: თქვენი გათვლით, კომერციულად რამდენად მომგებიანი იქნება ეს პროექტი?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მკიხველის მსგავსად, კომპანიების პოტენციურმა მომხმარებლებმაც „ონლაინ“ სივრცეში გადაინაცვლეს, ჩვენ მათ კვალდაკვალ მივდივართ და გზადაგზა ვაწვდით მათთვის საინტერესო, მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას ამა თუ იმ ბრენდის პროდუქციის შესახებ. როდესაც მკითხველის მოთხოვნებს 100%-ით ერგები, შენი მოგებაც 100%-ით იზრდება და ამ ჯაჭვურ რეაქციაში ყველა ის კომპანია ებმება, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ.

M: ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ? 

HELLO! უკვე დიდი ხანია მხოლოდ ბეჭდურ მედიას აღარ წარმოადგენს. ჩვენი გუნდი მთლიანად საკუთარი რესურსით ახერხებს იმ კრეატიული კონტენტის შექმნას, რაც კომპანიებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს. უკვე დიდი ხანია, პირდაპირი რეკლამა მოძველდა. ჩვენ ვიფიქრებთ და თავად ვახორციელებთ ნებისმიერი კომპანიის სარეკლამო გეგმას, თუმცა ჩვენს რეკლამას ვერავინ გადაახვევს და არც მოუნდება, რომ გამოტოვოს.

[R]

ფეხსაცმელი შავი პანტერასთვის – Marvel-ის კომიქსის სტილში შექმნილი Puma-ს პროდუქტი

2016-17 წლის საუკეთესო მომენტები, რომლებიც Copter-ის ობიექტივში მოხვდა!