Hello Kitty-ის რომ 50 წლის იუბილე აქვს, ეს კარგად ვიცით, ამიტომ ყველა აქტივობა აქეთკენაა მიმართული. ბრუნო მარსთან თანამშრომლობაც ამ მიზეზით დაიწყეს, რაც შეზღუდული გამოშვების მერჩენდაიზინგს ნიშნავს, იქნება ეს მაისურები, ჩანთები, წყლის ბოთლები თუ სხვა. მათზე საკულტო დუეტის ილუსტრაციები იქნება გამოსახული.
„ეს თანამშრომლობა საზოგადოებებს ორი მასიური კულტურული სიმბოლოს ირგვლივ აერთიანებს და პოპკულტურის, მუსიკისა თუ მოდის სამყაროებს უნიკალური და მოულოდნელი გზით აერთიანებს. ბრუნო მარსი განსაკუთრებული ნიჭის მქონე არტისტია, რომლის პოზიტიური ენერგია იდეალურად ესადაგება Hello Kitty-ის მისიას, გაავრცელოს ბედნიერება“, — აცხადებს კრეიგ ტაკიგუჩი, Sanrio, Inc-დან.
წვეულებას მეტი ხიბლი რომ შესძინონ, Hello Kitty Cafe-ს მენიუში Hello Kitty ♥ Bruno Mars Cookie და the Mars Mocha დაემატება…