in

Hello Kitty 50 წლის ხდება!

ყველაფერი 1974 წელს დაიწყო, როცა მაშინ უცნობმა იაპონელმა მხატვარმა იუკო შიმიზუმ პატარა, საყვარელი პერსონაჟი დახატა… დროთა განმავლობაში მთელი მსოფლიოს გულიც დაიპყრო და 80 მილიარდ დოლარზე მეტიც გამოიმუშავა. თუმცა თავიდან მას უცნობ თეთრ კატას ეძახდნენ, ახლა კი ეს ყველასთვის კარგად ცნობილი Hello Kitty გახლავთ. იგი წელს 50 წლის ხდება!

BOG
BOG

სწორედ ამიტომ, ახლა შიმიზუ BBC-სთან საუბრობს, როგორ შექმნა ჩვენთვის საყვარელი პერსონაჟი და როგორ მიაღწია წარმატებას… სულ თავიდან იუკომ მუშაობა ყოფილ აბრეშუმის მწარმოებელ კომპანია Sanrio-ში დაიწყო, რომელმაც მაშინ გარღვევა მოახდინა მარწყვის პრინტის მქონე რეზინის სანდლებით. მალევე გაიაზრეს, თუ როგორ მოსწონდათ ადამიანებს მსგავსი საყვარელი ნივთები, ამიტომ პროცესში მხატვრების ჩართვა გადაწყვიტეს. მათ პერსონაჟების შექმნა დაავალეს ერთი მთავარი მოთხოვნით, რომ იგი kawaii, ანუ საყვარელი უნდა ყოფილიყო.

ბავშვობის მოგონებების ხატვისას, შიმიზუმ თეთრი ფისო შექმნა ღილაკის მსგავსი ცხვირით, დიდი ზომის თავითა და მისი საკულტო ბანტით. ეს მარტივი სკეტჩი კი სულ პირველად ხურდების საფულეზე გადაიტანეს, რითაც პერსონაჟებიანი პროდუქტის სერიის ნაწილი გახდა.

მალე მისთვის სახელის შერჩევის დროც დადგა. როგორც ხელოვანი ამბობს, იგი ნამუშევრებში ხშირად იყენებდა სიტყვას Hello და ასე შემორჩა ეს სახელიც. ამასობაში იმდენად პოპულარულიც გახდა, რომ საფულედან, წიგნებში, ქსოვილებსა და სხვა მასალებზე გადაინაცვლა.

თუმცა იმისათვის, რომ Hello Kitty უბრალოდ საყვარელი ქმნილება არ ყოფილიყო, Sanrio-ს გუნდმა მისთვის პერსონალობისა და ისტორიის შექმნა გადაწყვიტა — ლონდონის გარეუბანში ცხოვრობდა, მის ცხოვრებაში კი დიდი როლი ეჭირა ოჯახსა და მეგობრებს, ამბებიც სწორედ მეგობრობისა და თავგადასავლების თემატიკაზე უსვამს ხაზს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, Hello Kitty-ის ცხოვრებაც სიურპრიზებითაა სავსე, რადგან Sanrio-მ გადაწყვიტა, მისი ნამდვილი იდენტობა მალევე გაემჟღავნებინა: რეალურ სახელად Kitty White შემოგვთავაზეს, რომელიც წარმოშობით ინგლისიდან გახლავთ და კატა საერთოდ არ არის — Kitty იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ უყურებს მას… რადგან სახე ძალიან მარტივია.

ისიც უნდა ითქვას, რომ Hello Kitty-ის მინიმალისტური დიზაინი ყველა ასაკის მქონე ადამიანისთვის მიმზიდველია, რადგან მათში არსებული ბავშვის გაღვიძება შეუძლია.

ვფიქრობ, ადამიანებისთვის ბუნებრივია ამ პერსონაჟის საყვარლად მიჩნევა… პირველი ნახატი რაღაც მრგვალია, თვალებითა და ცხვირით… და მიმაჩნია, რომ გულის სიღრმეში ადამიანებს ნოსტალგიები აქვთ ამ გამოსახულების მიმართ, — ამბობს შიმიზუ.

მართალია, Hello Kitty-ისადმი ჩვენც ნოსტალგიურები ვართ, მაგრამ მაინც რთულია იმის გააზრება, რომ იგი წელს 50 წლის ხდება!

მარცხის ისტორიების 32-ე ღონისძიება ალდაგისა და სტარტაპ ბიუროს პარტნიორობით ჩატარდა

როგორ განვივითაროთ ინოვაციური აზროვნება