in

“შევქმენით თუ არა ყველაზე ჭკვიანი ტელეფონი?!” – Motorola-ს გამოწვევა Apple–ს

Motorola-მ სერიოზული ნაბიჯი გადადგა და კონკურენტები, უმთავრესად კი Apple, თავის ახალ ვიდეორგოლში, ასე ვთქვათ, მიწასთან გაასწორა. ბრენდის ახალი Moto Mods–ის რეკლამირებისთვის შექმნილ რგოლში ყურადღება გამახვილებულია Apple–ს პროდუქციაზე, რომელიც, Motorola-ს შეფასებით, 2007 წლიდან მოყოლებული, საკმაოდ ერთფეროვანია.

BOG

ბრენდის სარკასტულ ვიდეოში სტივ ჯობსის მსგავსი პერსონაჟიც კი ჩანს. ერთნაირი დიზაინი, განსხვავებული ზომები, ცოტათი გაუმჯობესებული კამერა, ერთი ტონით შეცვლილი ფერი და უსადენო ყურსასმენები, – ასე აღწერს Motorola კონკურენტი ბრენდის მიღწევებს და აღნიშნავს, რომ მომხმარებელს მობეზრდა ერთი და იგივე, სურს რაღაც ახალი, უკეთესი, განსხვავებული, – ასე ახასიათებს თავად ბრენდი მის ახალ პროდუქტს, რომელიც გამოირჩევა კამერის მაღალი ხარისხით, ციფრული “zoom”-ით, პროექტორული ჩვენების ფუნქციითა და ფერთა აღქმით.

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=36&v=VH318gs2iOY

ამ ვიდეოს შემდეგ, Motorola–ს თვითშეფასებაზე ნამდვილად ვერაფერს ვიტყვით. ბრენდი იმდენად დარწმუნებულია საკუთარ უპირატესობაში, რომ “გამანადგურებელი“ ვიდეორგოლის ბოლოს საკმაოდ ამბიციურ კითხვასაც კი სვამს: “შევქმენით თუ არა ყველაზე ჭკვიანი ტელეფონი?!”

ახალი პროდუქტის შეფასება ექსპერტებს მივანდოთ, ჩვენ კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეორგოლი მართლაც საკმაოდ ეფექტურია, იმდენადაც, რომ მისი დამთავრების შემდეგაც კი გონებაში Motorola–ს ფინალური კითხვა ტრიალებს.

ვარსკვლავად არავინ იბადება! – Nike–ის სამოტივაციო რეკლამა

კორეული რეკლამა ქართული OLD IRISH-ის სტილში