in

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია „ჰელმესი“ უკვე საქართველოშია

არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ დღეს ტექნოლოგიური სფერო ყველაზე კონკურენტულია მთელ მსოფლიოში. საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი. რას ნიშნავს ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლა? ცხადია, ინოვაციურ და საინტერესო პროექტებს და დასაქმების, სწავლისა და განვითარების ახალ შესაძლებლობებს.

საქართველოში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია – „ჰელმესი” შემოვიდა, ციფრული ინოვაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის ლიდერი ევროპაში. იგი 30 წელზე მეტია, რაც 500-ზე მეტ გლობალურ პარტნიორს სთავაზობს ტექნოლოგიურ სტრატეგიას, სერვისის დიზაინს, პროგრამულ უზრუნველყოფას, მობილურ აპლიკაციებსა და მონაცემთა მართვას. Airbus, Telia, eBay, CERN, OECD, Kuehne Nagel გლობალური პარნიორების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

„ჰელმესმა“ გახსნა ოფისი თბილისში და გეგმავს ადგილობრივ პროფესიონალებთან თანამშრომლობას. მისი მთავარი ოფისი ტალინშია, ხოლო მისი 14 ფილიალი – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია იყენებს პროგრამირების წამყვან ენებს: .NET, Python, PHP, C++, C, Java, Swift, Ruby, R.

1500-ზე მეტი ჰელმესელი საერთო ღირებულებებით – ზრუნვა, გამბედაობა და ეფექტურობა – არის გაერთიანებული. კომპანია ზრუნავს თავისუფალ და ნიჭიერ თანამშრომლებზე, სთავაზობს მუდმივი განვითარების შესაძლებლობას, კომფორტულ და ერგონომიურ სამუშაო გარემოს როგორც ოფისში, ასევე სახლიდან.

„ჰელმესი“, გამორჩეული კორპორაციული კულტურის, სწორი ღირებულებების გამო, ევროპის 10 საუკეთესო კომპანიას შორის სტაბილურ პოზიციას იკავებს, არაერთხელ აღიარებულია, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი.

„ჩვენი ბიზნესია, პარტნიორები საუკეთესო გუნდებით გავაძლიეროთ. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიზანი ჩვენი თანამშრომების კეთილდღეობა, ბედნიერება და განვითარებაა. სწორედ ეს განგვასხვავებს სხვა კომპანიებისგან“, – აცხადებს იან პილესარი, „ჰელმესის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

„ვამაყობთ, რომ თანამშრომლებისთვის და პარტნიორებისთვის საუკეთესო კომპანია ვართ. 15 წელია, „ჰელმესის“ უმთავრესი საზრუნავი თანამშრომელია და 15 წელი არ არის ცოტა. ჩვენი ღირებულებულები – ზრუნვა, გამბედაობა და ეფექტიანობა – ჩვენი კომპანიის დნმ-ის ნაწილია ყველგან და ყველაფერში. ჩვენ საუკეთესო, ნიჭიერ, დამოუკიდებელ ადამიანებს ვარჩევთ და შემდეგ მუდამ ვზრუნავთ მათზე, რადგან მხოლოდ თავისუფალ, შემდგარ და ბედნიერ თანამშრომელს შეუძლია უმაღლესი ხარისხის მომსახურებას გაწევა პარტნიორებისთვის. სწორედ ამიტომ, თანამშრომლის განვითარება, მისთვის მაღალი ხარისხის დამოუკიდებელობის მინიჭება, მისი ბედნიერება, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა და შრომისა და პირადი ცხოვრების სწორი ბალანსი „ჰელმესის“ წარმატების წინაპირობაა“, – ამბობს თინათინ ჯანაშვილი, ადამიანური კაპიტალის მენეჯერი საქართველოში.  

„ჩემთვის „ჰელმესი“ ნიშნავს ჩემს კოლეგებს და უკვე მეგობრებს, პროფესიონალებს, საინტერესო გამოცდილებასა და უჩვეულო ინტერესებს. აქ ვიზრდებით, ვქმნით გუნდებს და გამოწვევისგან კიდევ უფრო მეტს ვსწავლობთ. როდესაც ჰელმესელი ხარ, უკეთესი ხდები” – მარია ბერდიშავა, გუნდის ლიდერი.

„ჰელმესი” საქართველოშია და მას ამ ქვეყანაში დიდი გეგმები აქვს. კომპანიის ახლოს გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: www.helmes.com. პროფესიონალები კი, ალბათ, უკვე დიდი ინტერესით გაეცნობიან კომპანიის კარიერულ შესაძლებლობებს საქართველოში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით: www.helmes.com/career

[R]

„მაკდონალდს საქართველოს“ ინოვაციური სერვისი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

ახალი AI რობოტი გაზგასამართ სადგურზე მუშაობს — რა უპირატესობა აქვს მას?