ველოსიპედის მართვისას, ჩაფხუტი აუცილებელია. მით უმეტეს, ისეთ ქალაქებში, სადაც ცალკე ველობილიკები რამდენიმე ქუჩაზეა. ყოველ დღე, ალბათ, ბევრ ადამიანს ხვდებით, ვინც ველოსიპედით დადის, მაგრამ ძალიან ცოტა თუ ატარებს ეკიპირებას. დღეს Faro-ს ჩაფხუტზე გიამბობთ, რომელსაც მისი შემქმნელების თქმით, დახვეწილი დიზაინიც აქვს და უსაფრთხოც არის. თანაც მარტივად, მობაილ აპლიკაციით იმართება.
FARO-ს ჩაფხუტი ნამდვილად არ ჰგავს ჩვეულებრივ ველოსიპედის ქუდებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მას თანამედროვე და დახვეწილი დიზაინი ჰქონოდა. ის დიზაინერებმა ჰავიერ ბერტანიმ, მარკოს მადიამ და ხუან გარსია მანსილამ შექმნეს.
რაც შეეხება უსაფრთხოებას – წინა და უკანა მხარეს, ლედ განათებიანი ზოლები აქვს. ამიტომ, სიბნელეშიც კი ძალიან ადვილი შესამჩნევია. გარდა ამისა, FARO-ს ჩაფხუტზე, სინათლეები, თვალის სიმაღლეზეა, ეს კი მაქსიმალურ ხილვადობას უწყობს ხელს.
Faro-ს ჩაფხუტი იმაშიც დაგეხმარებათ, თქვენს უკან მომავალ მძღოლებს ანიშნოთ, საით მიდიხართ, პირდაპირ, თუ რომელიმე მხარეს უხვევთ. მისი ყიდვა უკვე შეგიძლიათ ახლა $129 ღირს, საერთოდ კი მისი ფასი $189-ია.