სოციალური ექსპერიმენტი, რომელიც საქველმოქმედო ფონდმა ადამიანის რეაქციის შესამოწმებლად წამოიწყო.
სარეკლამო სააგენტოს Publicis-ის დახმარებით მათ სადაო, მაგრამ ყურადღების მიმქცევი ექსპერიმენტი გააკეთეს. ქუჩაში დააყენეს ბიჭი წარწერით “შე*)(_(ცი ღარიბებს”. აღშფოთებული გამვლელები ბიჭს უხსნიდნენ, რომ ასეთი წარწერით დგომა არ შეიძლება და ის ღარიბებზე უნდა ზრუნავდეს. ყველაფერი გასაგებია – ადამიანები ზრუნავენ ღარიბებზე.
მეორე ნაწილი: ბიჭი ქუჩაში უკვე სხვა წარწერით დადგა, “დაეხმარეთ ღარიბებს” გამვლელებს წარწერაზე ნული რეაქცია ჰქონდათ. ყველაფერი უფრო გასაგებია – ადამიანები ზრუნავენ ღარიბებზე, მაგრამ არა იმდენად, რომ დაეხმარონ.
შეაფასეთ