19
ივნ
2017

შრიფტი Helvetica 60 წლისაა და იუბილეს სპეციალურად მისთვის შექნილი პოსტერებით აღნიშნავს

19 ივნ 2017

პოპულარულ შრიფტ Helvetica-ს, რომლის დიზაინიც 1957 წელს შეიქმნა, მაქს მაიდინგერისა და ედუარდ ჰოფმანის მიერ, 60 წელი შეუსრულდა. იუბილეს აღსანიშნავად, სტუდია Husmee-მ 19 სხვადასხვა გრაფიკული დიზაინერი და კრეატიული სააგენტო მოიწვია იმისათვის, რომ თითოეულს შეექმნა შრიფტის უნიკალური პოსტერი.
სერიების ნახვა შესაძლებელია 60helvetica.com-ზე, სადაც ნამუშევრებში იპოვით ისეთი სააგენტოების პოსტერებს, როგორებიცაა: Graphical House, Hey Studio, Toko, Spin და ა.შ.

mBank

განხილვა