in

კომბუჩას ქართული ბრენდი „ჰენკა“ Kombucha Summit 2021-ზე წარდგა

კომბუჩას სასმელის ქართულმა ბრენდმა „ჰენკა“ Kombucha Summit 2021-ზე მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება 2019 წლიდან ტარდება, სადაც მთელი მსოფლიოდან, კომბუჩას მწარმოებლები იკრიბებიან. ისინი, რამდენიმე დღის განმავლობაში, ეცნობიან სექტორში არსებულ სიახლეებს, მართავენ დისკუსიებს, მსჯელობენ წარმოებაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

წელს, 5-დღიანი ღონისძიება, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების შესაბამისად, „ონლაინ“ რეჟიმში ჩატარდა.სამიტში, სულ, 50 ქვეყნის 200 მწარმოებელი მონაწილეობდა. მათ ერთმანეთს სიახლეები გაუზიარეს და მიმდინარე აქტუალური თემები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს წარმოების პროცესის დროს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. „ჯანსაღი სასმელების კომპანია“ ერთადერთი წარმომადგენელი იყო საქართველოდან.

„ამ სამიტში მონაწილეობა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვიღებთ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას. მაგალითად, მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებთან ერთად, განვიხილავთ, უფრო მეტად როგორ დავხვეწოთ კომბუჩას დამზადების მეთოდები თუ ტექნოლოგია. სამიტი, ასევე, გვაძლევს საერთაშორისო კონტაქტების დამყარებისა და სამომავლოდ, მათთან კიდევ უფრო მჭიდრო კომუნიკაციის თუ თანამშრომლობის შესაძლებლობას“, – ამბობს „ჰენკას“ მთავარი ტექნოლოგი ზურა ქურდაძე. 

[R]

5D ოპტიკური დისკი 500 ტერაბაიტი მოცულობის მონაცემს მილიარდობით წელი შეინახავს

“კერა” — ჯონ რიფენჰოფისა და მამუკა ჯაფარიძის კოლაბორაციული გამოფენა