„ჰენესისა“ და DRO-ს ერთობლივი პროექტის ახალი სერიები იწყება. პროექტ In Flow: Producers-ის მეორე სეზონში ელექტრონული მუსიკის ჟანრში მოღვაწე 3 არტისტი მონაწილეობს – Vazhmarr, Anushka Chkheidze და Nikakoi, რომლებიც მათი ნაწარმოებების დრამატურგიაზე, მუსიკის ჩაწერის სხვადასხვა ხერხებსა და ნაწარმოების შექმნისას photoshop-ის როლზე გვიამბობენ.
„ეს პროექტი იმდენად უჩვეულო და ახალი აღმოჩნდა ქართველი საზოგადოებისთვის, რომ საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამიტომ, In Flow: Producers ვიდეო სერიები გაგრძელდა და ახლა უკვე Vazhmarr, Anushka Chkheidze და Nikakoi გვიყვებიან ელექტრონული მუსიკის შექმნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“.
პროექტი In Flow: Producers 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. მაშინ, პირველი, ჰიპ-ჰოპ სერიები გამოქვეყნდა – ოთხი ქართველი არტისტი: Kordz, ჯერონიმო, ნიკა საბანაძე და მიშო ურუშაძე მუსიკის შექმნის ინიციატივაზე, პროცესსა და ტექნიკურ მხარეებზე საუბრობდნენ.
პროექტის ფარგლებში, სულ, 7 ეპიზოდი გამოვიდა. თუ გაინტერესებთ, როგორ იქმნება ჰიპ-ჰოპ ან ელექტრონული მუსიკა და რისი ცოდნაა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებებში, ნახეთ In Flow: Producer-ის ყველა სერია ერთად.
[R]