in

Hennessy-მ კალათბურთის ბურთის ფორმის ბოთლი გამოუშვა

NBA-ს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით, Hennessy-მ კალათბურთის ბურთის ფორმის ბოთლი გამოუშვა. ამ ინიციატივის ფარგლებში კი იუველირ ლორენც ბაუმერთან თანამშრომლობდა.

„ჰენესი ურტყამს და კალათბურთის ფორმის ვისკის ბოთლით მოიპოვებს ქულას“ — ასეთი შეფასებები დაიმსახურა ბრენდმა. დეკანტერის შუშას ჯერ უბრალოდ მრგვალი ფორმა მისცეს, შემდეგ ნელ-ნელა დაემსგავსა ტიპურ კალათბურთის ბურთს. საბოლოოდ კი ბაკარას გუნდს გადაეცა, რათა მისთვის უნიკალური ფორმა მიეცათ — თავისი ჩაღრმავებებით, რეალურ ნივთთან მიმსგავსებული ტექსტურითა და შეგრძნებით. ხოლო ოქროსფერი ხაზები და მარკერები მოგვიანებით განთავსდა, ტრადიციული შავი ხაზების წარმოსაჩენად.

დაბოლოს, ბოთლს თან ახლავს ოქროს საცობი, რომელსაც ბაუმერი გასაღებს უწოდებს. ასევე, იუველირმა შექმნა ტყავის სათავსო, ტრადიციული კალათბურთის ფერსა და ტექსტურაში — ის ტროფეის ყუთის მსგავსად იხსნება, რათა ბროლის ჭურჭელი გამოავლინოს…

ბოთლი შეიცავს 1,75 ლიტრ Paradis Congnac-ს და სულ 75 ლიტრი დამზადდა  სპორტული ღონისძიების აღსანიშნავად. გარდა ამისა, თითოეულ კომპლექტს მოჰყვება Baccarat-ის ვისკის ჭიქების ნაკრები.

Web3 და გეიმინგი Advertiging Week-ზე

ბრენდი, რომელიც გამოხატავს კრეატიულობასა და ინოვაციას – BTU-ს ახალი ბრენდბუქი Bigman Buro-სგან