ორსაუკუნენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში, პატარა ქაალქ კონიაკში ლეგენდარული ბრენდი დაიბადა. დღეს, Hennessy კონიაკის მსოფლიო ბაზრის გამორჩეული ბრენდია. ის 1765 წელს დაფუძნდა. უკვე სამიოდე ათწლეულში, მის პროდუქტებს ევროპის, ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის კონტინენტებზე იცნობდნენ. სანამ თქვენ დილის გემრიელ ყავას შეექცევით, ჩვენ მსოფლიოს გამორჩეულ კონიაკზე მოგიყვებით.
ბრენდის ისტორია მე-18 საუკუნიდან იწყება, როდესაც კონიაკში ირლანდიელი ოფიცერი რიჩარდ ჰენესი დასახლდა. მან პარიზის ადგილობრივი ბანკებიდან და ორი ბიზნესპარტნიორისგან სესხი აიღო და ოჯახური ბიზნესი წამოიწყო. მეუღლესთან, ჰელენთან და შვილებთან ერთად, რიჩარდმა „ჰენესი“ კონიაკის წარმატებულ საწარმოდ ჩამოაყალიბა. ჰენესის ყოველთვის სურდა თავისი პროდუქციის ახალ ბაზრებზე ექსპორტი. 1794 წელს, ჰენესის კონიაკი პირველად გაემგზავრა საფრანგეთიდან აშშ-ში. ამერიკელებს შეუყვარდათ სასმელი და 1818 წლისთვის, Hennessy გახდა კონიაკის წამყვანი იმპორტიოტი შეერთებულ შტატებში. იმ დროისთვის, ოჯახმა შექმნა ალიანსი ფილიუს ოჯახთან, რომელიც კონიაკის დამზადებაში იყო დახელოვნებული და ამ ცოდნას თაობიდან თაობას გადასცემდა. 1817 წელს, ბიზნესი მემკვიდრეობით ჟაკ ჰენესის ერგო. მან წარმოება გააფართოვა და გერმანიაში, ინგლისსა და შვეიცარიაში შეიტანა. სწორედ მისი მმართველობის პერიოდიდან იქცა ჰენესი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კონიაკის ბრენდად. კომპანიის მმართველობა მემკვიდრეობით გადაეცემოდათ ჰენესის ოჯახს. მათ საგულდაგულოდ განავითარეს ბრენდი, ხარისხის მაღალი სტანდარტით მოიპოვეს რეპუტაცია. ამან განაპირობა ის, რომ კომპანია გახდა ფავორიტი ევროპულ არისტოკრატიაში. ბრენდმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და ფუფუნების სიმბოლოდ იქცა.
ბრენდმა სამეფო ოჯახის ყურადღების მიპყრობაც შეძლო. 1817 წლიდან, უელსის პრინცმა ითხოვა, რომ „ჰენესის“ მისთვის სპეციალური კონიაკი შეექმნა. ამ შეკვეთან მისცა ბიძგი ნაირსახეობებს, როგორიცაა Very Superior Old Pale (VSOP). მაგალითად, VSOP, რომელიც მინიმუმ, ოთხი წლის განმავლობაში გადის დაძველებას, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლენდი გახდა მსოფლიოში. Hennessy’s VSOP-ზე მოთხოვნა იზრდებოდა, ძლიერდებოდა ბრენდის რეპუტაციაც და ის მალე, მისი სასმელი ევროპული სამეფო ოჯახის წევრების საყვარელ პროდუქტად იქცა.
1971 წელს, Hennessy-თან Moët & Chandon გაერთიანდა. მას შემდეგ, ეს ორი ბრენდი ერთად ქმნის ისტორიას და გულდასმით ქმნის მაღალი ხარისხის ალკოჰოლურ სასმელებს. ჰენესის ისტორიის ნაწილად იქცა Louis Vuitton, რომელიც Moet & Chandon-მა 1987 წელს შეიძინა. მთლიანობაში, პრემიალურობა და დახვეწილობა არის ის, რაც ბრენდსა და მის პროდუქტებს განსაზღვრავს.
დღესდღეობით, Hennessy აგრძელებს თავის მდიდარ მემკვიდრეობასა და დახვეწილი კონიაკის დამზადებას. ბრენდი თანამშრომლობს NBA-სთან და მუსიკის ცნობილ სახეებთან. ბრენდი უამრავი ადამიანის შთაგონების წყაროდ ქცეულა და დაარსებიდან საუკუნეების შემდეგაც განაგრძობს ჩვენს განცვიფრებას. ჰენესიმ, ასევე, შექმნა შეზღუდული გამოშვების კონიაკის უნიკალური სერია, სახელწოდებით, Hennessy Master Blender’s Collection. თითოეული ეს ნაზავი სრულყოფილად არის შემუშავებული, რაც მცოდნეებს უნიკალურ გამოცდილებას უზიარებს.
რუბრიკის „ყავასთან საკითხავი“ წარმდგენია Dunkin’.