in

როგორ ეხმიანება Hennessy თანამედროვეობას?

BOG
BOG

250+-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდისთვის, როგორიცაა Hennessy, შეიძლება რთული იყოს თანამედროვე აუდიტორიასთან დაკავშირება. ამიტომაც კონიაკის მომხმარებელთა ახალი თაობის მოსაზიდად, ბრენდმა გლობალური კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით „Made for More“. ეს უკანასკნელი იმ უსასრულო შესაძლებლობებს უსვამს ხაზს, რომლებსაც საკულტო სასმელი გვთავაზობს…

კამპანიაზე Wieden+Kennedy-მ იმუშავა — გუნდის წევრებმა ორიენტირი აიღეს ჰენესის დამატებით „მაგიაზე“; კერძოდ, როგორ აძლიერებს მისი განსაკუთრებული არომატი ნებისმიერ მოვლენას და ყველაფერი რაღაც უფრო „მეტი“ ხდება. ვიდეორგოლებში ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ტეინა ტეილორი და ბრიტანელი მსახიობი დემსონ იდრისი მონაწილეობენ. დაწყებული იდეალურად მოვლილი გაზონებით, უნაკლო ჩოგბურთის კორტებითა და გალერეებით დასრულებული, მთავარი გმირები ყველაფერს ჰენესს უკავშირებენ.

„შევქმენით სამყაროები, რომლებიც შეუფერხებლად აერთიანებს კულტურისა და ჰენესის არსს. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც ვიზუალურად გვატყვევებს და მომდევნო ეპოქის განწყობას ეხმიანება“, — აღნიშნავენ ბრენდის წარმომადგენლები.

„ფარმსახლი“ მომხმარებელს პრემიუმ და ლუქსკატეგორიის ბრენდებსა და ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს

რა თვისებები აქვს ადამიანს, რომელიც სხვების სიმპათიას მარტივად იმსახურებს?