in

„თქვენ გარეშე, ეს უბრალოდ თამაშია!“ – Hennessy x NBA-ის ახალი ლიმიტირებული სერია

ერთი შეხედვით, თითქოს რა საერთო უნდა ჰქონოდა კონიაკსა და კალათბურთს? თუმცა, შთაგონების პოვნა ყველგან არის შესაძლებელი და ასე მოხდა Hennessy-სა და NBA-ის შემთხვევაშიც, რომელთა პარტნიორობაც უკვე ოთხ წელიწადს მოითვლის და წელსაც გამორჩეული აქტივობით გრძელდება. Hennessy პირველი და ერთადერთი ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც გლობალურად NBA-ის პარტნიორია და იწოდება, როგორც The Spirit of The NBA.

„თქვენ გარეშე, ეს უბრალოდ თამაშია!“ – ახალი ლიმიტირებული შეფუთვისთვის Hennessy-მ და NBA-მ ეს გზავნილი წარმოადგინეს.

საუკუნოვანი ისტორიის კონიაკი ლეგენდარული საკალათბურთო ლიგის პატივისცემის დასტურად, წლების განმავლობაში ქმნის გამორჩეულ ლიმიტირებულ სერიას. Hennessy-მ და NBA-მ გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში მოხიბლეს ისეთი აქტივობებით, რომლებიც წარმოაჩენს ორივე ბრენდის გავლენას გლობალურ კულტურაზე. გზავნილი ყოველ ჯერზე განსხვავებულია და საგულდაგულოდ შერჩეული, რადგან Hennessy სწორედ ის საკულტო ბრენდია, რომლითაც კალათბურთში გამარჯვება უნდა აღინიშნოს.

წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი. მეგობრობის მეოთხე წლის აღსანიშნავად, Hennessy-მ და NBA-მ სასაჩუქრე ყუთის ლიმიტირებული სერია წარმოადგინეს – NBA V.S. Limited Edition. ეს გახლავთ ნამდვილი V.S. საკოლექციო შეფუთვაში. მთლიანი იდეა კალათბურთის არსთან და ფესვებთან დაახლოებას ემსახურება.

Hennessy-ის ლიმიტირებული სერია თამაშის მოკრძალებული საწყისებით არის შთაგონებული. ბოთლის ეტიკეტი და სასაჩუქრე ყუთი არის ხიდი ხელოვნებასა და ბეტონისზედაპირიან საკალათბურთო მოედნებს შორის, სადაც დაიბადა კიდეც ეს თამაში. ესაა NBA-ის ისტორიის შესანიშნავი შეხსენება და ამავდროულად, არაჩვეულებრივი საჩუქარი თამაშის მოყვარულებისთვის.

The Spirit of the NBA-ის დღესასწაული

Hennessy-სა და NBA-ის პარტნიორობა არის ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა, რომელიც არაორდინალური გადაწყვეტილებების მაგალითია. ყოველ ჯერზე ცხადია, რომ NBA მეტია, ვიდრე – კალათბურთი და Hennessy კი მეტია, ვიდრე – კონიაკი. ეს პარტნიორობა გვაჩვენებს, რომ ძალა ერთობაშია. ერთად, ჩვენ ვაძლიერებთ გარემოს და შთაგონებას ახლებურად გამოვხატავთ.

Hennessy x NBA, როგორც ცხოვრების სტილი

Hennessy-ისთვის ერთობა ნიშნავს გუნდურ სულისკვეთებას. ეს პარტნიორობა ადამიანებს ერთად უყრის თავს, გულშემატკივრებს ბარიერების გადალახვისკენ უბიძგებს. აქ ნახავთ ყველას, გუნდურ მოთამაშეებს, ლიდერებს, გამწევ ძალას, ყველას, ვინც თამაშისადმი საკუთარი სიყვარულის გამოხატვას ცდილობს და ვისთვისაც ეს ცხოვრების სტილია.

THE NBA COCKTAILS

შეიძინეთ Hennessy V.S. NBA, მოიმზადეთ უგემრიელესი კოქტეილები თამაშის საყურებლად და გამარჯვების აღსანიშნავად. პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ ალკორიუმის მაღაზიებშისა და WOLT-ზე.

[R]

ჟირაფი ჟოზეს თამაშები Roblox-ის პლატფორმაზე ჩაეშვა!

Hello Kitty-ის 50 წლის აღსანიშნად ოქროს მონეტა გამოუშვეს