მსოფლიოში კონიაკის #1 ბრენდად აღიარებული Hennessy და კალათბურთის ეროვნული ასოციაცია (NBA) გლობალური მასშტაბის პარტნიორები გახდნენ – ამიერიდან, ფრანგული სასმელი, ყველა კონტინენტზე, „Official Spirit of the NBA“, ანუ „NBA-ს ოფიციალური სული“, თუ გნებავთ, მისი „ოფიციალური სპირტიანი სასმელი“ იქნება.
NBA-ს ისტორიაში, ეს სპირტიანი სასმელების მწარმოებელ კომპანიასთან თანამშრომლობის, მით უმეტეს გრძელვადიანი პარტნიორობის პირველი შემთხვევაა. როგორც თავად ამბობენ, ამ მრავალწლიანი შეთანხმებით, ორივე ბრენდის ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.
„ეს პარტნიორობა ამაღელვებელი და მრავლისმომცველია [ჩვენთვის] . . . “ , – ამბობს დენ როსომონდო, NBA-ს სენიორ ვიცე-პრეზიდენტი, მედიასთან ურთიერთობისა და ბიზნესი განვითარების მიმართულებით – „მოუთმენლად ველით, კალათბურთში გამარჯვებების აღნიშვნას ამ საკულტო ბრენდთან და ჩვენს ფანებთან ერთად, მთელი მსოფლიოდან“.
„NBA მეტია, ვიდრე – კალათბურთი და Hennessy მეტია, ვიდრე – კონიაკი.
ჩვენ [ორივე ბრენდი] წარმოვადგენთ გლობალურ საზოგადოებებსა და თემებს. ეს პარტნიორობა კი გვაძლევს საშუალებას, მხარი დავუჭიროთ იმ თამაშსა და კულტურას, რომელიც ამ ადამიანებს აერთიანებს, დღეს მსოფლიოში, სპორტის გულშემატკივრებისთვის შექმნილი პრობლემების [პანდემიის გამო] მიუხედავად. ჩვენ ვიზიარებთ NBA-ს ძირითად ღირებულებებს – გუნდურობას, ურთიერთპატივისცემასა და ნოვატორობას, რომელიც ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, – ამბობს ჯული ნოლე, Hennessy-ის გლობალური მარკეტინგის დირექტორი.
ორ მსოფლიო ბრენდს შორის თანამშრომლობა და გაფართოება აფრიკაში, ევროპაში, აზია-წყნარიოკეანეთის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკაში, კამპანიით “Hennessy x NBA: Lines“ დაიწყო. ამ პარტნიორობის აღსანიშნავად, გამოვიდა Hennessy VS-ისა და V.S.O.P.-ის ახალი, ლიმიტირებული სერიები. სასმელი უკვე იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის – საქართველოში.
ამ პარტნიორობისა და NBA – Hennessy-ის ერთობლივი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ Hennessy-ის ვებგვერდსა და Instagram გვერდზე.
[R]