Hennessy-მ გამოუშვა კამპანია, სახელწორდებით “Lines”. რეკლამა NBA-სთან თანამშრომლობის აღსანიშნავად შეიქმნა და იმ ადამიანებს ეძღვნება, ვინც თამაშის გამწევ ძალას წარმოადგენს. როგორც ყველა სპორტს, კალათბურთსაც აქვს თავისი საზღვრები – ხაზები, რომლებიც მოქმედებების დასარეგულირებლადაა შექმნილი. ის იზრდება და ფორმირდება იმგვარად, რომ გავლენას ახდენს კულტურაზეც. NBA-ს მოთამაშეები აღარ არიან მხოლოდ კალათბურთელები, ისინი წერენ ლეიბლებს, ხდებიან მოდის კანონმდებლები, პასუხისმგებლობას იღებენ განათლების გაუმჯობესებაზე. ისინი აღარ არიან “უბრალოდ ათლეტები”. რეკლამაზე სააგენტო Droga5-მა იმუშავა.












