in

Hennessy X.O.-ს გასტრონომიული თავგადასავალი საქართველოში

„ჰენესის სახლი“ 2019 წლის 3 ოქტომბერს, თბილისში, სამედიცინო ველნეს კურორტ „ბიოლში“ სადღესასწაულო ვახშამს გამართავს. ისინი პროექტის Hennessy X.O. ოდისეა აბრეშუმის გზაზე 2.0 ფარგლებში სტუმრებს გასტრონომიულ თავგადასავალს მოუწყობენ. Hennessy X.O.-თი შთაგონებული მენიუ ქართული გემოების შტრიხებს შეიძენს. ის Hennessy X.O.-ს 7 არომატიდან ერთ-ერთთან – შოკოლადის ხავერდოვნებასთან შეზავდება.

bog
bog-mob

Hennessy X.O.-ს ოდისეა საკრალური რიცხვის – 7-ის გარშემოა აგებული: მოგზაურობის მარშრუტი ისტორიული აბრეშუმის გზის შვიდ ქვეყანას მოიცავს და სიმბოლურად, Hennessy X.O.-ს არომატების პალიტრის შვიდ შეგრძნებაზე  მიგვანიშნებს: მწველი ცეცხლი, შოკოლადის ხავერდოვნება, მზარდი მხურვალება, ხის ისტორია, პიკანტური ზღვარი, ტკბილი ნოტები და უსასრულო ექო.

„Hennessy X.O.-ს ყველა წვეთი ოდისეაა“, – ამ კონცეფციით 2017 წელს, 7 ქვეყნის 7 თანამედროვე არტისტისა და Hennessy X.O.-თი შთაგონებული მათი 7 ნამუშევრის აღმოსაჩენად, შემოქმედებითი მოგზაურობა დაიწყო.

წელს კი, Hennessy X.O. აბრეშუმის გზას გასტრონომიული თავგადასავლებით უბრუნდება. Le Guide Michelin-ის კურატორობით, 7 შეფ-მზარეული აბრეშუმის გზის ქვეყნებში (საქართველო, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩინეთი) გაემგზავრება და ადგილობრივ შეფთან ერთად, შვიდი კერძისგან შემდგარ Hennessy X.O.-ს მენიუს შექმნის.

3 ოქტომბერს, საქართველოს უნიკალურობების აღმოჩენაში მიშლენის ფრანგ შეფ-მზარეულ ფანი რეის ქართველი შეფი, თეკუნა გაჩეჩილაძე დაეხმარება.

მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, რესტორნის  L’Auberge de Saint-Rémy შეფ-მზარეული, ფანი რეი

Hennessy X.O.-ს თავგადასავალი 250 წლის წინ დაიწყო. 1765 წელს, ირლანდიელმა ოფიცერმა რიჩარდ ჰენესიმ კონიაკის დისტილაციის კომპანია Hennessy დააარსა და ალკოჰოლური სასმლით ვაჭრობას შეუდგა. 1794 წელს კი, ის უკვე ახლად შექმნილ შეერთებულ შტატებში გაიტანა ექსპორტზე.

1819 წელს, ქარვისფერი სასმელი ინდოეთში გადის გასაყიდად, 1855 წლიდან – ავსტრალიაში, 1859 წლიდან კი – ჩინეთსა და შორეულ აღმოსავლეთში, ფრანგული კულტურის ელჩის როლს ითავსებს. მას შემდეგ, კონიაკი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს და დღეს უკვე, 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

Hennessy-ს საფრანგეთის საერთაშორისო ვაჭრობაში უდიდესი წვლილი შეაქვს, მისი პროდუქციის 99% ექსპორტზე იყიდება. კონიაკის სახლი LVMH Group-ის ნამდვილი სავიზიტო ბარათია.

„ჰენესის“ ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „გდ ალკოა“.

[R]

როგორ იქმნებოდა იაპონური მზის მოტაცების ილუსტრაციები

“არტისტი მაშინ ხარ, როცა რაღაც გაქვს სათქმელი..” – თათია ქორთუა #თაობა