in

Hennessy-მ, ლებრონ ჯეიმზთან ერთად, კონიაკი გამოუშვა

NBA-ის ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმზი და Hennessy შეზღუდული გამოშვების კონიაკს უშვებენ, რომელიც ორივე მხარის საერთო ღირებულებებს აერთიანებს. აი, აქ კი კულტურული გავლენა და არსებული გამოწვევების დაძლევა შეგვიძლია, მოვიაზროთ. 

BOG
BOG

Hennessy Very Special (V.S.) x LeBron James-ის ბოთლები პატივს მიაგებს კალათბურთის ლეგენდის გავლენას როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ… თითოეული ბოთლი და სასაჩუქრე ყუთი კი, თავის მხრივ, ლებრონ ჯეიმზის ილუსტრაციას მოიცავს იასამნისფერ და ჟოლოს ფერებში.

საინტერესოა, რომ კონიაკზეც ერთობლივად იმუშავეს — სასმელი Hennessy V.S-ს, ლაიმის წვენს, აგავას სიროფს, ფორთოხლის ლიქიორსა და წვენს შეიცავს. უშუალოდ ფორთოხლის წვენის დამატება კი ლებრონის იდეა იყო, რაც მის ბოლოდროინდელ დეგუსტაციას ეფუძნებოდა…

Hennessy x LeBron James-ის კონიაკის შეძენას Hennessy-ის ოფიციალური ვებგვერდიდან შეძლებთ.

 

თუ ლებრონ ჯეიმზის გულშემატკივარი ხართ, Hennessy-ის გარდა, თქვენთვის საინტერესო ამბავი Nike-საც აქვს

მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოდის

ინტელექტუალური საკუთრება და მისი მონეტიზაცია შემოქმედებით ინდუსტრიებში