იცით, რა საერთო შეიძლება ჰქონდეს კონიაკსა და კალათბურთს? მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ცნობილი კონიაკი, Hennessy, კალათბურთის საერთაშორისო ასოციაციის, NBA-ს პირველი spirit partner გახდა და ამ პარტნიორობის აღსანიშნავად საინტერესო კამპანიაც წამოიწყო, სახელად – Game Never Stops. ყველაფერი, რაც სრულდება, ახლის დასაწყისია; ინსპირაცია შეიძლება იპოვო ყველგან და ყველა კულტურაში – ეს კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია.
ახალი კამპანია ეფუძნება გავლენებს, რომლებსაც Hennessy და NBA მსოფლიოს ყველა წერტილში, საზოგადოების ყველანაირ კლასტერზე ახდენენ. ეს სინერგიაა, რომელიც მთელ მსოფლიოსა და ინდუსტრიებს მოიცავს. უნარია, რომელიც ამ ორ დიდ ბრენდს აერთიანებს – მოახდინონ გავლენა და მოიცვან საზოგადოების ყველა კულტურული ასპექტი.
ამ იდეების საილუსტრაციოდ, კრეატიულმა სააგენტომ Droga5 New York, ვიდეო გამოუშვა, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი ცნობადი სახეები იღებენ. ესენი არიან: ბრიტანელი მუსიკოსი, AJ Tracey, მოდის დიზაინერი საფრანგეთიდან, სტეფან ეშპული და სხვა. ეს ადამიანები სხვადასხვა ქვეყანასა და სფეროს წარმოადგენენ და არიან ლიდერობის, ხედვისა და კრეატივის სიმბოლოები. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც საერთო კულტურა აერთიანებთ კალათბურთის სახით.
სწორედ ამ სინერგიაზე მოგვითხრობს ვიდეო. სინერგიაზე, რომელიც გვიჩვენებს, რომ შეიძლება ერთმა კულტურამ გააერთიანოს სხვა მრავალი, ორმა, სრულიად სხვადასხვა მოცემულობის ბრენდმა კი ერთმანეთთან სულიერი კავშირი, საერთო მისია და ღირებულებები იპოვოს.
ამ კამპანიის ფარგლებში, 7 ოქტომბერს, Hennessy-მ ღონისძიება ჩაატარა, რომელიც Hennessy x NBA-ს ახალი, ლიმიტირებული ბოთლის გამოშვებას ეძღვნებოდა. ამ ღონისძიების ჩატარების მიზანი, ერთი მხრივ, ახალი პროდუქტის პრეზენტაცია, მეორე მხრივ კი, კამპანიის Game Never Stops, იდეური გაგრძელება იყო.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ამ ორი ბრენდის კოლაბორაციის გამომხატველი საინტერესო გაფორმებები დახვდათ. ასევე შესაძლებლობა მიეცათ, გაესინჯათ Hennessy-ს სასმელი, მოესმინათ ქართველი შემსრულებლებისთვის და დაეგემოვნებინათ სხვადასხვა კერძი. მხიარული შეხვედრის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა კალათბურთი ითამაშეს. საღამო ელექტრონული მუსიკით დაიხურა.
ჰენესის ახალი ლიმიტირებული გამოშვების შეძენა შეგიძლიათ ალკორიუმებში ან MH-ის მაღაზიაში WOLT-ზე.
#SpiritoftheNBA #HennessyxNBA @Hennessy